FT: გრენლანდიის გამო რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის მიმართ უკმაყოფილება იზრდება

დონალდ ტრამპის ხისტმა რიტორიკამ გრელნადიის მიერთებასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიაში მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Financial Times წერს - მასალის ავტორების შეფასებით, იზრდება შანსი, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრები შეეცდებიან პრეზიდენტის ტერიტორიული ამბიციები საკანონმდებლო აქტით შეზღუდონ. 

  • როგორც მინიმუმ 1 რესპუბლიკელი სენატორის თქმით, დანიის ტერიტორიის სამხედრო გზით ოკუპაციის მცდელობის შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. 
  • კიდევ რამდენიმე სხვა სენატორი გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი საომარი უფლებამოსილების აქტის მიღებას დაელოდებიან, რომელიც პრეზიდენტს აუკრძალავეს სამხედროების გაგზავნას გრენლანდიაში კონგრესის თანხმობის გარეშე - მათი ვარაუდით აქტი მომდევნო კვირებში მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას ორივე პალატაში. 

დაეწიე ამბავს: "რესპუბლიკური პარტია ორივე პალატას აკონტროლებს, თუმცა მათ პრაქტიკულად მათ თითქმის არაფერი გაუკეთებიათ გასული 1 წლის განმავლობაში, როდესაც ტრამპმა მკვეთრად გაზარდა საპრეზიდენტო უფლებამოსილება, მათ ხარჯზე"- ნათქვამია მასალაში. 

  • საომარი უფლებამისოლების აქტის მიღება, რომელიც ვენესუელაში შემდგომი სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას გულისხმობდა, მას შემდეგ შეჩერდა, რაც თეთრი სახლის ზეწოლის ქვეშ პოზიცია ორმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა შეცვალა. 
  • "მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებული ამბების გამო მზარდი საჯარო უკმაყოფილება რესპუბლიკური პარტიის შიგნით იმის ნიშანია, რომ ისინი მზად არიან წინ აღუდგნენ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაჭარბებას"- ნათქვამია მასალაში. 

ჩაშლილად: ამის პარალელურად დემოკრატიული უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას დამატებითი საბაჟო ტარიფები დაუწესოს ევროპელ მოკავშირეებს. 

  • პრეზიდენტის რიტორიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი ჩრდილოეთ კაროლინას სენატორი, ტომ ტილისია - "მე არ ვარ პრეზიდენტის კრიტიკოსი, მე ვაკრიტიკებ ცუდ რჩევებს, რომელსაც პრეზიდენტი მისი თანაშემწეებისგან იღებს"- ამბობს ტილისი. 

  • რესპუბლიკურ პარტიაში გრენლანდიის მიმართ სამხედრო მოქმედებების ნულოვანი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა კენტაკის სენატორმა, რენდ პოლმა. 

  • ტომ ტილისთან ერთად გასულ დღეებში კოპენჰაგენში იმყოფებოდა ალასკის სენატორი, ლიზა მურკოვსკი, რომლის თქმითაც პრეზიდენტის მოქმედებებთან დაკავშირებით პარტიის შიგნით უკმაყოფილება იზრდება. 
  • "გრენლანდია უნდა განვიხილოთ როგორც მოკავშირე და არა როგორც აქტივი"- განაცხადა მურკოვსკიმ. 

დიდი სურათი: გასულ კვირას ლიზა მურკოვსკიმ დემოკრატ სენატორ, ჯინ შაჰინთან ერთად წარმოადგინა ორპარტიული აქტი, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციას, მათ შორის გრენლანდიისაც. 

  • მსგავსი ორპარტიული აქტი გასულ კვირას დარეგისტრირდა კონგრესშიც. 

  • ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსებს შორისაა ნებრასკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი, რომლის ვადაც მიმდინარე წლის ნოემბერში იწურება და არ აპირებს კენჭისყრას ახალი ვადით. 

  • "რესპუბლიკელების უმეტესობამ იცის, რომ ეს ამორალური და არასწორია და ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით"- განაცხადა ბეიკონმა СNN-თან ინტერვიუში. 

  • გარდა ამისა, მომდევნო კვირას სენატში დარეგისტრირდება დემოკრატი სენატორის, პეტერ ველჩის აქტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც პრეზიდენტს აეკრძალება ევროპელი მოკავშირეებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესება. 

კონტექსტი: საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, გრენლანდიის ოკუპაცია ან შესყიდვა არ არის პოპულარული ამერიკულ საზოგადოებაში. 

  • გასულ კვირას СNN-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასეთ ქმედებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 25% უჭერს. 

  • განხეთქილებაა რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებს შორისაც, სადაც გრენლანდიის მიერთებას მხარს 50% უჭერს და ამდენივე წინააღმდეგია. 

 

მსგავსი სიახლეები