გასულ წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის შემოსავალი 24%-ით შემცირდა

რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 2025 წელს 24%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში კლება შესაძლოა 46%-ს გაუტოლდეს. 

ვითარების არსი: წლიურ გამოსახვაში შემოსავლის საგრძნობი კლების შესახებ საუბარია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

  • ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ნავთობისა და გაზის ექსპორტით რუსეთის ბიუჯეტმა ჯამურად 8.5 ტრილიონი დოლარი მიიღო, რაც 24%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე. 
  • ამავე დოკუმენტში შემოსავლის კლების მიზეზად ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და რუბლის მაღალი გაცვლითი კურსი სახელდება. 

ჩაშლილად: საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გათვლებით, იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის შემოსავალი შესაძლოა 46%-ით შემცირდეს. 

  • არსებული კონტრაქტების მიხედვით, მიმდინარე თვეში ნავთობისა და გაზის გაყიდვით, რუსეთმა სულ 420 მილიარდი რუბლი უნდა მიიღოს, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. 

  • 2024 წლის დეკემბერთან შედარებით დღეს რუსული საექსპორტო სორტის ნავთობის ფასი 53%-ით არის შემცირებული. 

კონტექსტი: ენერგომატარებლების საექსპორტო შემოსავლების რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც ჯამური მაჩვენებლის მეოთხედს უზრუნველჰყოფს. 

  • ამ ტიპის შემოსავლების შემცირება რუსეთს აიძულებს გაზარდოს პირდაპირი გადასახადები და შეამციროს სამხედრო ხარჯები. 

მსგავსი სიახლეები