ნორვეგიის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა

ნორვეგიის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი ერნა სოლდბერგი სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

 

პოლიციის უფროსმა ოლე საევერუდმა განაცხადა, რომ სოლბერგი 2,325 დოლარით დაჯარიმდა. ის 13 ადამიანს მასპინძლობდა საკუთარ სახლში, შეზღუდვების მიხედვით კი მხოლოდ 10 ადამიანის შეკრებაა ნებადართული.

 

პრემიერ მინისტრმა თებერვალში, სამთო კურორტზე 60 წლის იუბილე აღნიშნა.

 

ოლე სევერუდის განცხადებით კანონი ყველასთვის ერთია, მაგრამ მსგავს შემთხვევებში ყველას მიმართ ჯარიმა არ გამოიყენება სასჯელად. თუმცა, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დაჯარიმება მნიშვნელოვანი მაგალითია მოქალაქეებისთვის, რომ მკაცრ შეზღუდვებს დაემორჩილონ.

 

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების 100,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ჯამში 650 ადამიანი დაიღუპა.

წყარო:

thehill.com

 

 

მსგავსი სიახლეები