სირიაში ასადის რეჟიმის დამხრობის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პროცესი გარე დამკვირვებლებმა არადემოკრატიულად შეაფასეს, რადგან ახალი კანონმდებლების მესამედი უშუალოდ დროებითმა ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ უნდა დანიშნოს.

ვითარების არსი: საკანონმდებლო ორგანოს შექმნა გააძლიერებს შარაას ძალაუფლებას, რომლის ისლამისტურმა ძალებმაც დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს 13 წელიანი სამოქალაქო ომის შემდეგ.

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საღამოს განაცხადა, რომ "კენჭისყრა დასრულდა და ხმების დათვლა მიმდინარეობს."
  • კომისიის ცნობით, ასამბლეის წევრობისთვის, რომელსაც 30-თვიანი განახლებადი მანდატი ექნება, 1500-ზე მეტი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელთა 14%-იც ქალი იყო.
  • შარაამ 210-წევრიან ორგანოში 70 წარმომადგენელი უნდა დანიშნოს.
  • დანარჩენი ორი მესამედი არჩეულია ადგილობრივი კომიტეტების მიერ, რომლებიც საარჩევნო კომისიის მიერ არიან დანიშნულნი, ხოლო თავად კომისია შარაამ დანიშნა.
  • თუმცა, ასამბელეაში წარმომადგენელი არ ეყოლება სამხრეთ სირიის დრუზების უმრავლესობით დასახლებულ სუვეიდას პროვინციას. სწორედ აქ მიმდინარეობდა ივლისში სისხლისღვრა მოხდა ადგილობრივ დრუზებსა და ისლამისტურ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტისას, რომელშიც საბოლოოდ ისრაელიც ჩაერთო. 
  • გარდა ამისა, პროცესში ჩართული არ არის ქურთების მიერ კონტროლირებადი ჩრდილო-აღმოსავლეთი. ჯამში ამ ორი ჯგუფის 32 ადგილი დაუკომპლექტებელი დარჩება. 

ჩაშლილად: "მე მხარს ვუჭერ ხელისუფლებას და მზად ვარ დავიცვა ისინი, მაგრამ ეს არ არის რეალური არჩევნები," – განუცხადა AFP-ს ლოუაი ალ-არფიმ, 77 წლის პენსიონერმა საჯარო მოხელემ, რომელიც მეგობრებთან ერთად დამასკოს კაფეში იჯდა. "ეს აუცილებლობაა გარდამავალ ფაზაში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამას პირდაპირი არჩევნები მოჰყვეს."

  • ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, სირიის სიმბოლური საკანონმდებლო ორგანო დაშალა.
  • მარტში გამოცხადებული დროებითი კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციებს მუდმივი კონსტიტუციის მიღებამდე და ახალი არჩევნების ჩატარებამდე შეასრულებს.
  • შარაამ განაცხადა, რომ ამჟამად პირდაპირი არჩევნების ორგანიზება შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრ სირიელს დოკუმენტაცია არ გააჩნიათ საზღვარგარეთ ლტოლვილობის და ქვეყანაში დაბრუნების გამო.
  • კვირას, ეროვნული ბიბლიოთეკიდან საუბრისას, შარაამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "მართალია, საარჩევნო პროცესი არასრულყოფილია... ეს არის ზომიერი პროცესი, რომელიც სირიაში არსებული ამჟამინდელი ვითარებისა და გარემოებების შესაბამისია."

კონტექსტი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შერჩევის წესების თანახმად, კანდიდატები არ უნდა ყოფილიყვნენ "ასადის რეჟიმის მხარდამჭერები" და სეცესიის ან გამოყოფის პროპაგანდისტები.

  • კანდიდატებს შორის იყო სირიელ-ამერიკელი ჰენრი ჰამრა, პირველი ებრაელი კანდიდატი 1940-იანი წლების შემდეგ.
  • ჰამრა სირიიდან აშშ-ში 1992 წელს გაიქცა. სირიელი ისტორიკოსის, სამი მუბაიედის თქმით, თუ მას აირჩევენ, ჰამრა, რომელიც დამასკოს ოლქის წარმომადგენლის ადგილისთვის იბრძვის, 1947 წლის შემდეგ პარლამენტში შესული პირველი ებრაელი გახდება.
  • "მომავალ პარლამენტს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ეკისრება, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერა და რატიფიცირება. ეს სირიას ახალ ფაზაში გადაიყვანს და ეს დიდი პასუხისმგებლობაა," – თქვა ჰალა ალ-ყუდსიმ, დამასკოს საარჩევნო კომიტეტის წევრმა, რომელიც თავადაც იყრიდა კენჭს.
  • უფლებადამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს შერჩევის პროცესი და განაცხადეს, რომ ის ხელს უწყობს ძალაუფლების შარაას ხელში კონცენტრირებას და ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის წარმომადგენლობა აკლია.
  • "თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესს რაც გინდათ ის უწოდოთ, მაგრამ არა არჩევნები," – განაცხადა ბასამ ალაჰმადმა, საფრანგეთში დაფუძნებული "სირიელები სიმართლისა და სამართლიანობისთვის" აღმასრულებელი დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები