"უკრაინა შეძლებს ტერიტორიების გათავისუფლებას"- მთავარი ციტატები რამშტაინიდან

გერმანიაში რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი, უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ შეხვედრაზე გავრცელებულ ძირითად განცხადებებს:

  • "დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა აღმოჩნდება იმ ვითარებაში, რომ შეძლებს მეტი ტერიტორიების გათავისუფლება",- ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი; 

  • "ამ მომენტში ეს არის გამოფიტვის ომი, ხოლო გამოფიტვის ომი ხშირად გარდაისახება ლოჯისტიკის ომში. შესაძლოა ეს მცირედით მოსაწყენად გამოიყურებოდეს, მაგრამ ლოჯისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია",- იენს სტოლტენბერგი; 

  • "ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ABRAMS-ის ტიპის ტანკები, რომელსაც უკრაინა მალე მიიღებს მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ამასთანავე, ღიად ვამბობ, რომ ომში არ არსებობს ერთი კონკრეტული შეიარაღება, რომელიც გადატეხავს ომის მსვლელობას",- აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის მეთაური, მარკ მილი.

გარდა ამისა ცნობილი გახდა დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის ლატვიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას Stinger-ის ანტი-საჰაერო რაკეტების მთელი მარაგი გადასცეს. უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს Leopard-ის ტიპის ტანკების შეკეთების შესახებ შეთანხმებას. 

მსგავსი სიახლეები