ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვს ეუთოს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემს

ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის სანქციებთან შეერთებულია, მაგრამ გამონაკლისის წესს აამოქმედებს.

ევროკავშირის სანქციებთან შეერთების გამო, ზახაროვა მოლდოვას შურისძიებით ემუქრება

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ტაივანის ოპოზიციური პარტიები ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ვეღარ შეთანხმდნენ

ერთიანი კანდიდატის შესახებ შეთანხმების რღვევა მისი გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - ადგილობრივი პრესის ცნობით, უთანხმოების მიზეზი ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე შეუთანხმებლობა გახდა.

ლატვია უკრაინის და მოლდოვას EU-ში წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს

23 ნოემბერს ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ - სეიმმა უკრაინისა და მოლდოვას ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

ევროპის კავშირი ფინეთ-რუსეთის საზღვარზე დამატებით ოფიცრებს გააგზავნის

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფრონტექსი ფინეთში ათეულობით ოფიცერსა და შესაბამის აღჭურვილობას გააგზავნის.

ისრაელის დაზვერვამ უგულებელყო გაფრთხილებები, რომ ჰამასი ისრაელში შეჭრისთვის წრთვნებს ატარებდა

Haaretz-ის ცნობით, ისრაელის არმიის ოფიცრებმა ქალი მზვერავების გაფრთხილებები უგულებელყვეს

პესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები შენარჩუნდება

კრემლის პრესსპიკერის კომენტარი მინსკში კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის შემდეგ გაკეთდა, რომელსაც პირველად არ ესწრებოდა ნიკოლ ფაშინიანი.