
ახალი ამბები


სომხეთმა აზერბაიჯანი ბრიუსელში მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა
ამის შესახებ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მელონი: უკრაინის მხარდაჭერის შემცირება შეცდომა იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ
ამის შესახებ მან სენატში გამოსვლისას განაცხადა.

უნგრეთის პარლამენტმა უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე შვედეთის განაცხადის განხილვაზე
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შემდეგი მცდელობა 6 ნოემბრის საპარლამენტო სესიაზე იქნება.

ერდოღანმა გააუქმა ვიზიტი ისრაელში და ჰამასს გამათავისუფლებელი მოძრაობა უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა "არაადამიანური" უწოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში - მისი თქმით, სწორედ ამის გამო გააუქმა ისრაელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი.

ჰეზბოლას ლიდერი ბეირუთში ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ლიდერებს შეხვდა
გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს ნასრალას შეხვედრა ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილეს სალეჰ ალ-არურთან და ისლამური ჯიჰადის ლიდერ ზიად ნახალეჰთან.

კონსულტანტები ისრაელს ღაზაში დიდი სახმელეთო ოპერაციისგან თავის შეკავებას ურჩევენ
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

ბინ სალმანმა ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება ომის შემდეგ განახლდება
ამის შესახებ თეთრმა სახლმა ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ბორელი: უნგრეთს არავინ ავალდებულებს ევროკავშირის წევრი იყოს
ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება მართებულად არ მიაჩნია და ბუდაპეშტს ევროკავშირში არავინ აკავებს.

საუდის არაბეთმა იემენელი ჰუსიტების მიერ ისრაელისკენ გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო - WSJ
საუდის არაბეთის სარაკეტო თავდაცვა ამერიკულ Patriot-ის სისტემებს ფლობს.

"ვითარება შორს არის სტაბილურისგან", - რა ხდება ავდიივკასთან
როგორია ვითარება ავდიივკასთან, რა ძალებით უტევს რუსეთის არმია, რით არის მნიშვნელოვანი დასახლება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ეს არის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემასაც ამ მასალაში შევეცდებით.

ზელენსკი: რუსეთის ფლოტი ყირიმიდან გარბის, მაგრამ ჩვენ მას ოკუპირებულ აფხაზეთშიც მივწვდებით
ამის შესახებ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტის მონაწილეების განუცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის 9 რესპუბლიკელი იბრძოლებს
ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარემ, ელის სტეფანიკმა განაცხადა.

ისრაელის არმიის მრჩეველი გახდა ამერიკელი გენერალი, რომელიც ISIS-ს ურბანულ გარემოში ებრძოდა
გამოცემის ცნობით, გლინი ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ასევე რჩევებს მისცემს, თუ როგორ უნდა შემცირდეს სამოქალაქო მსხვერპლი ურბანული ომის დროს.