ამ მონაკვეთზე ფრონტის გარღვევის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაეხსნებათ უმოკლესი გზა აზოვის ზღვის სანაპირომდე, კერძოდ ოკუპირებულ მელიტიპოლამდე და ბერდიანსკამდე.
ურაჟაინოე ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზთან მდებარე დასახლებაა, საიდანაც ოკუპანტების ძირითად გამაგრებულ ხაზამდე მანძილი 10-12 კილომეტრია.
ივლისის დასაწყისში კამჩატკის ნახევარკუნძულზე საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა CУ-31. კატასტროფის შედეგად ვერ მოხერხდა პილოტების ცხედრების პოვნა, ადგილზე მხოლოდ პარაშუტის ნაგლეჯები აღმოაჩინეს.