ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალებზე ისაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაერთიანებული სამეფოს დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მილიონობით ტყვიას, ასობით ერთეულ ტექნიკას და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს - Storm Shadow.

"დღეს ჩვენ კიდევ უფრო შორს მივდივართ: ჩვენ უკრაინას დამატებით ნახევარ მილიარდ ფუნტს მივცემთ და წელს დახმარება ჯამურად 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება. ჩვენ მათ დახმარების რეკორდულ პაკეტს გადავცემთ." - აღნიშნა სუნაკმა.

23 აპრილს ვარშავაში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე, სუნაკმა თქვა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს 400 ერთეულ ტექნიკას, 4 მილიონ ტყვიას, 60 საზღვაო დრონს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას და შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს რაკეტების კიდევ ერთ პარტიას.

მანამდე მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საუბარია 1600-ზე მეტ საბრძოლო და საჰაერო თავდაცვის რაკეტაზე, დახმარება მოიცავს Husky-ს ჯავშანმანქანებს, ჯავშანტექნიკას და ათობით მაღალი გამავლობის მანქანას.

"და ეს იქნება ისტორიული ვალდებულება, თავდაცვის დაფინანსება მშპ-ს 2.5%-მდე გაიზარდოს... ასე რომ, უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების გარდა, ჩვენ დღეს ვიძლევით გრძელვადიანი დაფინანსების გარანტიებს. მინიმუმ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე ყოველი მომდევნო წლისთვის შენარჩუნდება საჭიროების შემთხვევაში. ეს არის ყველაზე გრძელვადიანი ვალდებულება, რაც ნებისმიერმა სახელმწიფომ გაიღო." - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები