დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტს ამზადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი, პოლონეთში ვიზიტისას, უკრაინისთვის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს დააანონსებს

განცხადებას ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, ორშბათს, 23 აპრილს, პრეზიდენტი, უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ფუნტით აპირებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • 1600-ზე მეტი დამრტყმელი და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტები
  • Storm Shadow-ის ტიპის შორს მოქმედი ფრთოსანი რაკეტები
  • 400-ზე მეტი ჯავშანმანქანა
  • 60 ერთეული მცირე ზომის კატარღა
  • 4 მილიონზე მეტი ტყვია-წამალი

პრემიერ მინისტრის განცხადებით, უკრაინის დაცვა რუსეთის ბრუტალური ამბიციების წინააღმდეგ არის უმნიშვნელოვანესი ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან, თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის პოლონეთის საზღვართან არ გაჩერდება

"ეს რეკორდული ზომის სამხედრო დახმარება პრეზიდენტ ზელენსკის და მის მამაც ერს მისცემს საშუალებებს, რომ განდევნოს პუტინი, რათა შეძლონ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა ევროპაში" - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა

პოლონეთის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ვიზიტი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან აქვს დაგეგმილი.

კონტექსტი

შეგახსნებთ, რომ 20 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო პაკეტი დაამტკიცა უკრაინისთვის. ჯერ-ჯერობით შეიარაღების ნომენკლატურა უცნობია, თუმცა, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეთანხმებას მიაღწია

უკრაინა, სამხედრო დახმარებას სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც ელოდება. Financial Times-ის ცნობით, საბერძნეთი და ესპანეთი ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეების მხრიდან ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან, რათა უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაში მონაწილეობას აქტიურად ღებულობს გერმანიაც, რომელიც Patriotis-ის, IRIST-T-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებსა და Gepard-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს გადასცემს.

 

მსგავსი სიახლეები