FT: მიმდინარე კვირას იგეგმება ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში

მიმდინარე კვირის მიწურულს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება - სავარაუდო თარიღი 17 ოქტომბერია. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს

  • ცოტა ხნით ადრე ამერიკაში გაემართა უკრაინული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს მეთაურობით - პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შორეული დარტყმების პოტენციალის ზრდა იქნება. 

დიდი სურათი: გასულ კვირას ტრამპსა და ზელენსკის შორის 2 სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლებსაც უკრაინელმა ლიდერმა "ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა." 

  • ცნობილია, რომ 11 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა Tomahawk-ის ტიპის შორეული რაკეტების საკითხი განიხილეს. 

ჩაშლილად: 7 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "თითქმის" გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის შორეული რაკეტების მიწოდება - უნდა გავარკვიოთ როგორ გამოიყენებენ ამ რაკეტებს, სად გაგზავნიან. ვფიქრობ ეს კითხვა უნდა დავსვა."

  • დასავლური მედია წერდა, რომ სექტმებერში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, თუმცა უარი თქვა Tomahawk-ების მიყიდვაზე. 

  • ცოტა ხნის წინ ვალდაის ფორუმზე დასმული კითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა, მიმდინარე ომის ესკალაციის ახალი ფაზა იქნება და რომ ეს "მოსპობს რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში გამოკვეთილ დადებით ტენდენციებს. 

კონტექსტი: აღნიშნული რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2500 კილომეტრია, ამგვარად მათი მეშვეობით უკრაინა შეძლებს დარტყმების განხორციელებას არამხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგზე, არამედ რუსეთის კიდევ 60 მოშორებულ რეგიონზე.

  • ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ მარაგების სიმცირისა და სხვა ტექნიკური სირთულეების გამო TOMAHAWK-ების გადაცემა ნაკლებად მოსალოდნელია.

  • გამოცემის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ სხვა ტიპის შეიარაღებას მიიღებს, რომლის მოქმედების რადიუსიც TOMAHAWK-ზე ნაკლებია, თუმცა ჯერადად აღემატება უკრაინის არმიის ახლანდელ შესაძლებლობებს. 

მსგავსი სიახლეები