ჰეგსეთის 2 გავლენიანი თანაშემწე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო დაითხოვეს
 
				პენტაგონმა ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა თავდაცვის მდივნის 2 გავლენიანი თანაშემწე, დენ ქოლდველი და დარინ სელნიკი, მიზეზი - საიდუმლო ინფორმაციის მედიაში გაჟონვაა.
State Of Play: ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პენტაგონის მაღალჩინოსნები შენობიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.
- საქმე ეხება შიდა უწყებრივ გამოძიებას, რომელიც გასულ მარტს დაიწყო და ინფორმაციის არაავტორიზებულ გაცემას ეხება. 
- ამერიკული მედიის ცნობით, სელნიკსა და ქოლდველს ბრალი ედებათ ჩინეთის შესახებ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტის ელონ მასკისთვის გაზიარება. New York Times-ის ცნობით, საუბარია ჩინეთთან ომის შემთხვევაში ამერიკის სამხედრო გეგმების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს.
- წყაროების ცნობით, ტრამპი გაბრაზებული იყო, როცა მომხდარის შესახებ გაიგო და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა - მასკს ჩინეთში მრავალმილიარდიანი ბიზნესი აქვს. 
- დარინ სელნიკი პენტაგონის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 
- რაც შეეხება დენ ქოლდველს ის პიტ ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე და მისი გარემოცვის უახლოესი წევრია. ჰეგსეთის მსგავსად ქოლდველი ერაყის ომის ვეტერანია - ქოლდველი ერაყში ინტერვენციას კატასტროფულ დანაშაულად მიიჩნევს და სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის სამხედრო დახმარების მიმართ. 
Big Picture: სწორედ ქოლდველი გამოარჩია უწყების წარმომადგენლად Signal-ის აწ უკვე სკანდალურ ჩატში, რომელშიც შეცდომით Atlantic-ის მთავარი რედაქტორიც აღმოჩნდა. 
- ჩატში ტრამპის მაღალჩინოსნები იემენელ ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდნენ, დაუცველი საკომუნიკაციო არხში ვრცელდებოდა საიდუმლო ინფორმაციაც. 
.png) 
         
         
         
         
        