ირანმა 2023 წელს აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი სიკვდილით დასაჯა

ირანმა სიკვდილით დასაჯა მამაკაცი, რომელიც 2023 წლის იანვარში, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიჭრა, დაცვის უფროსი მოკლა და ორი სხვა ადამიანი დაჭრა.
State Of Play: სიკვდილით დასაჯილი მამაკაცის ვინაობა ირანმა არ დაასახელა, მაგრამ აზერბაიჯანის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ ის იასინ ჰუსეინზადეა.
- ირანის სასამართლო სისტემის საინფორმაციო სააგენტო Mizan-ის ცნობით, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ საელჩოს თავს დაესხა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ცოლი იყო საელჩოში და "სახლში არ დაბრუნებულა."
- "მეგონა, ჩემი ცოლი თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა და არ სურდა ჩემთან შეხვედრა. მე გადავწყვიტე საელჩოში წავსულიყავი კალაშნიკოვის ავტომატით, რომელიც მანამდე შევიძინე," - თქვა მან.
Big Picture: 2023 წლის იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბაქომ თეირანი სწრაფად დაადანაშაულა, რომ ვერ მოახერხა საელჩოს დაცვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ ბაქოს არ სჯერა, რომ თავდასხმა "პირადი მოტივით" მოხდა.
Context: თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაძაბული იყო.
- აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია და მისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელია, ასევე ისრაელის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია.
- საპირისპიროდ, ირანს მჭირდრო პარტნიორობა აქვს სომხეთთან, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით.