ჯეი დი თუ მარკო? ტრამპი მრჩევლებს 2028 წლის შესახებ ეკითხება - Axios

დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად ესაუბრება თავის მრჩევლებს და თანაშემწეებს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - მისი მთავარი კითხვაა ვინ იყოს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი: ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თუ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - მისი ბოლო შუალედური არჩევნების ფონზე დონალდ ტრამპი თავის მემკვიდრეობაზე ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ რუბიო-ვენსზე უკეთესი საპრეზიდენტო წყვილი არ არსებობს. 

  • წყაროების ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპი უპირატესობას ვენსს ანიჭებს და სწორედ ამიტომ აირჩია თავის მეწყვილედ 2024 წლის არჩევნებში, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აქებს რუბიოს როგორც საჯაროდ ასევე კერძო საუბრებში. 

კულისებს მიღმა: წყაროების ცნობით, ტრამპის მიერ რუბიოს საქმიანობით მზარდი კმაყოფილების ფონზე პრეზიდენტის გარემოცვაში არსებობს განცდა, რომ ვენსის საპრეზიდენტო ნომინაციის საკითხი არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. 

  • "ვენსი-რუბიო პრეზიდენტის საოცნებო წყვილია 2028 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ვენსის გვარი პირველია, მაგრამ ტრამპი აბსოლიტურად ბედნიერი იქნება, თუ პირველი რუბიოს გვარი აღმოჩნდება"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

წინარეისტორია: რუბიოსგან განსხვავებით, ვენსს პრეზიდენტობის სურვილი არ დაუმალავს და მას კამპანიისთვის საჭირო მრჩეველების, კონსულტანტებისა და მენეჯერების გუნდიც ჰყავს. 

  • "თუ ჯეი დი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ის ჩვენი კანდიდატი იქნება"- თქვა მარკო რუბიომ გასული წლის დეკემბერში Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

  • Axios-ის წყაროს ცნობით, რუბიოს პოზიცია არ შეცვლილა და ამის შესახებ ვენსსაც აცნობა. 

  • გასული წლის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ მისი მემკვიდრე სავარაუდოდ ვენსი იქნება, თუმცა ამასთანავე თავად აჟღერებდა აზრს, რომ მხარს დაუჭერდა რუბიოს კანდიდატურას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. 

სტრიქონებს შორის: წყაროების ცნობით, ტრამპი არ აპირებს რომელიმე კანდიდატის გამორჩევას, რადგანაც სურს, რომ მისმა ქვეშერმდომებმა მათ ამჟამინდელ საქმიანოაბზე იფიქრონ და არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ ის წარმავალი ლიდერია. 

  • ვითარებაში გაცნობიერებული წყაროები მიუთითებენ, რომ ვენსთან შედარებით რუბიოს უპირატესობაა ის არის, რომ ერთდროულად 2 თანამდებობაზე (სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი) ყოფნის პირობებში ის უფრო ხშირად ჩანს ახალ ამბებში, ვიდრე ვენსი, ხოლო ტრამპი ახალ ამბებს დიდ ყურადღებას აქცევს. 

  • რუბიოს თანამდებობები მას ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებში გულში აქცევს, ხოლო ვენსს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პორტფელი. 

  • ამასთანავე, ეს შესაძლოა რუბიოს საპრეზიდენტო ამბიციების არსებობის შემთხვევაში მისთვის დაბრკოლებად იქცეს, რადგანაც ამ ვითარებაში რთული იქნება ნომინაციისთვის ბრძოლა. 

დიდი სურათი: ტრამპმა რუბიოს ქებას დაუთმო გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ კვირას მის მიერ დაფუძნებულ მშვიდობის საბჭოზე გამოსვლისას. 

  • "მარკო შენ ნამდვილად უნდა იამაყო შენი თავით იმის გამო რაც 2 დღის მიუნსენში გააკეთე. ეს იმდენად კარგად გააკეთე, რომ ლამის შენი დასაქმების ხელშეკრულება გავაუქმე, რადგანაც ვიღაცები ამბობდნენ - რატომ ტრამპს არ შეუძლია ასე მოიქცეს"- ისუმრა ტრამპმა. 

  • ამავე გამოსვლაში ტრამპმა რუბიოს უფრო დიპლომატი უწოდა, ხოლო ვენსს უფრო ხისტი - "ის (რედ. ვენსი) დროგამოშვებით ზედმეტად ხისტია, ხანდახან მისი დამუხრუჭება გვიწევს." 

  • ამასთანავე ტრამპმა რუბიოს ჯე დი ვენსის საუკეთესო მეგობარი უწოდა. 

კონტექსტი: ადმინისტრაციაში "საუკეთესო მეგობარი" უწოდა ვენსმა რუბიოს გასულ კვირას Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

  • "ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, თუ რატომ ცდილობს მედია დაპირისპირების და კონფლიქტის შექმნას ჩემსა და რუბიოს შორის, როდესაც არავითარი კონფლიქტი უბრალოდ არ არსებობს"- განაცხადა ვენსმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები