"კოლაბორანტი ხალხები" - რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელომ სკანდალი გამოიწვია

რუსეთის ისტორიის განახლებული სასკოლო სახელმძღვანელომ ჩეჩნეთის ლიდერების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია - ვლადიმირ მედინსკის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში სსრკ-ს დროს ჩეჩენთა დეპორტაცია კოლაბორანტებთან ბრძოლის მოტოვით იხსნება. 

ახალ სახელმძღვანელოს პირველად გამოეხმაურა რუსეთის კავკასიელ ხალხთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ტოტორკულოვი - მისი თქმით, სახელმძღვანელოში გადასახლებული ხალხები მოხსენიებულია "ვლასოვის და ბანდერას მიმდევრების გვერდით.

მალევე ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვმა მას საკითხის შესწავლა და პრობლემის მოგვარება დავალა. დაუდოვი წერდა, რომ კადიროვის დავალებით სკოლებიდან სახელმძღვანელოების მთელი ტირაჟი ამოიღეს, თუმცა მოგვიანებით მისი შეტყობინებიდან ეს ფრაზა გაქრა. 

დაუდოვის თქმით, ის უკვე ესაუბრა მედინსკის, რომელიც მას "სახელმძღვანელოს შესაბამისი თავის მოწესრიგებას დაჰპირდა." მედინსკიმ შეცდომა იმით ახსნა, რომ აღნიშნული თავები წინა სახელმძღვანელოდან რედაქტირების გარეშე გადმოიტანეს. 

სახელმძღვანელოს ავტორი დაუდოვს სამუშაო ჯგუფის შექმნას დაჰპირდა, რომელშიც რეპრესირებული ხალხების რეგიონების გუბერნატორებიც ჩაერთვებიან. 

"ყარაჩაელების, კალმიკების, ჩეჩნების, ინგუშების, ბალყარებისა და ყირიმელი თათრების ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტებზე დაყრდნობით სსრკ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გადაწყვიტა გაეუქმებინა ამ ხლხების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და გადაესახლებინა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში",- წერია ვლადიმირ მედინსკის მიერ შედგენილ 10-ე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში. 

წიგნში განმარტებულია, რომ რეპრესიებს დაექვემდებარნენ არამხოლოდ ბანდიტები და კოლაბორაციონისტები, არამედ ბევრი უდანაშაულო ადამიანი. 

კონტექსტი 

ვლადიმირ მედინსკის რედაქტორობით შედგენილ 10-ე და 11-ე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს 1914-დან 2022 წლამდე პერიოდს სავალდებულოა. 

წიგნში საბჭოთა და დამოუკიდებელი რუსეთის პერიოდი კრემლის ამჟამინდელი იდეოლოგიური და პროპაგანდისტული შესაბამისად არის შედგენილი. სახელმძღვანელოში ცალკე თავი მიეძღვნა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. 

 

მსგავსი სიახლეები