ოკუპანტებმა ხერსონსა და მელიტოპოლში უკრაინული არხები გამორთეს, ჩართეს რუსული
ზაპოროჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა მელიტოპოლის ტელეანძა დაიკავეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკვე დაამონტაჟეს თავიანთი მოწყობილობა, რის შედეგადაც გაითიშა უკრაინული არხები და დაიწყო რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების ტრანსლირება.
იდენტური ვითარებაა ოკუპირებულ ხერსონში, სადაც აგრესორებმა დაიკავეს ადგილობრივი სატელევიზიო ცენტრი და მელიტოპილის მსგავსად რუსული პროპაგანდისტული არხების სიგნალის ტრანსლაცია.
"როგორც ჩანს ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თიშავენ უკრაინული ტელევიზიებს და იწყებენ რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსლირებას",- ამბობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
საყურადღებოა, რომ 2014 წელს დონბასში დაწყებული აჯანყების შემდეგ, პირველი, რაც რუსმა ბოევიკებმა გააკეთეს ადგილობრივი სატელევიციო ცენტრების დაკავება იყო.
დღევანდელის მსგავსად, მათ გათიშეს უკრაინული ტელევიზიების სიგნალი და დაიწყეს რუსეთის პროპაგანდისტული არხების ტრანსლაცია.
უფრო მეტი კრემლის საინფორმაციო ომზე უკრაინის წინააღმდეგ წაიკითხეთ აქ.