თალიბანი ქაბულის აეროპორტის მართვას საამიროებს გადააბარებს - Reuters

ტერორისტული ორგანიზაცია, აეროპორტის მართვაში დახმარებას რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის კატარს და თურქეთს სთხოვდა

სუდანის სამხედრო ხუნტა: სამოქალაქო მთავრობის შექმნას წინ არ აღვუდგებით

გასულ წელს სუდანის არმიის მეთაურებმა სამოქალაქო გარდამავალი მთავრობა დაშალეს, რომელიც ქვეყანას დიქტატორ ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ მართავდა

დოჰაში აშშ-ს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა „ევროკავშირის ინიციატივას“ ანგარიში არ გაუწია, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა

ერდოღანი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ნატოს მადრიდის სამიტამდე შეხვდება

თურქეთის უარი სკანდინავიის ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს

ევროკავშირი და ირანი ჩიხში შესული ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

შეთანხმების მიღწევა თეირანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის შემდეგ მოხერხდა

ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღება მოითხოვა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ირანში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი დაითხოვეს

მაღალი რანგის მეთაურის დათხოვნას ბოლო დროს გუშაგების რამდენიმე ოფიცრის საეჭვო გარემოებაში სიკვდილს უკავშირებენ

ისრაელი: ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ვიზიტს რეგიონზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება

სამთავრობო კოალიციის დაშლის გამო სავარაუდოდ ლაპიდი ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს და ბაიდენს მთავრობის მეთაურის რანგში უმასპინძლებს

გაერო: ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ

ტრიპოლის დაჯგუფება სამხედროებისთვის უმაღლეს თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვას მოითხოვს, რაც გავლენიანი გენერალი ხალიფა ჰაფთარის საპრეზიდენტო ამბიციას დაემუქრება