Fidesz-მა სესიას, რომელზეც შვედეთის საკითხი უნდა განეხილათ, ბოიკოტი გამოუცხადა

უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდეშის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო სესიას, რომელზეც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დაემტკიცებინათ.

ბერძენი ფერმერები სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებას ითხოვენ

ფერმერებმა წარმოების ხარჯების ზრდა და ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააპროტესტეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სურს კენჭი უყაროს ისრაელის დახმარებას, უკრაინის გარეშე

ჯონსონმა თქვა, რომ პალატა ძალისხმევას გაზრდის შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტისთვის, რომელზეც კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩატარდება.

გეორგიცა ვლადი: უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესკალაციას მიმართავს“ - გეორგიცა ვლადი.

ვუჩიჩი კოსოვოს საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს საკითხე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

პორტუგალიელმა ფერმერებმა ესპანეთ-პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

პრიშტინას სურს, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა ევრო გამოიყენონ

კოსოვოს ხელისუფლებას სურს, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულმა ჩრდილოეთმა სერბული დინარის გამოყენებაზე უარი თქვას და ევროს გამოყენება დაიწყოს.

ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის პარალელურად ფერმერები პროტესტს მართავენ

აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.