ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ვენესუელის სასტიკი ავტორიტარული რეჟიმი ამერიკის კონტინენტის პრობლემად იქცა. რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ღერძის მხარდაჭერით, ნიკოლას მადურომ მყარად განიმტკიცა ძალაუფლება, რამაც ეკონომიკური კოლაფსი და ქვეყნიდან 8 მილიონი ადამიანის გაქცევა გამოიწვია.
ამერიკის პრეზიდენტმა, მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პიროდა დადო, რომ "ნიკოლას მადუროსა და ველნესუელის პრობლემას" მოაგვარდებდა. ტრამპის პირველი ვადის დროს არსებული მიდგომა მოიაზრებდა "მაქსიმალური წნეხის" სტანდარტულ ჩარჩოებს - ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ იზოლაციას.
ვერც მოლაპარაკებებმა და ვერც ალტერნატიული მთავრობების აღიარებამ ვერ შეძლო მადუროს ჩამოშორება, რომელიც კუბური კონტრდაზვერვის დახმარებით კვლავ ინარჩუნებს რკინისებურ კონტროლს ძალოვან სტრუქტურებზე.
2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ყველა ტრადიციულმა სტრატეგიამ კრახი განიცადა და გადავიდა აქტიურ, კინეტიკურ კონფლიქტში.
წარუმატებელი დიპლომატიიდან ძალის ცივ რეალობაზე გადასვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა „გემების დიპლომატიის“ გზა აირჩია და კარიბის ზღვის აუზში ამერიკული სამხედრო ძალების უპრეცედენტო რაოდენობა მოაგრავა.
აქ უნდა დაწერო სიახლე ძალიან მოკლედ, რა ქნა გუშინ, რა რა იბაზრა და რა ნაბიჯები გადაგა
სტრატეგიული შემობრუნება - უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სტატუსი
მადუროს რეჟიმისა და ისეთი დაჯგუფებების, როგორიცაა Tren de Aragua (TDA) და Cartel de los Soles, „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად“ (FTO) გამოცხადებით, ტრამპმა „ტერორიზმთან ომის“ პრინციპები აამოქმედა. ეს ნაბიჯი იძლევა ლეტალური დარტყმებისა და ფარული ოპერაციების ნებართვას, რაც აქამდე სტანდარტული სამართალდამცავი პროტოკოლებით აკრძალული იყო.
კრიზისი მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში გადაიზარდა. ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ (Southern Spear) ფარგლებში, ვაშინგტონი რეჟიმზე უკვე აქტიურად ნადირობს. ოპერაციას სამი ძირითადი მიზანი აქვს:
-
სამშობლოს დაცვა: აშშ-ის საზღვრებამდე ნარკოტიკების მიღწევის აღკვეთა.
-
ბრძოლა „ნარკო-ტერორისტების“ წინააღმდეგ: საჰაერო იერიშები იმ კრიმინალური ორგანიზაციების საზღვაო ტრანსპორტზე, რომლებიც ტერორისტულ საფრთხედ მიიჩნევიან.
-
რეგიონული უსაფრთხოება: აშშ-ის სამხედრო გავლენის განმტკიცება და უცხოური ძალების გავლენის შესუსტება.
დიპლომატიური ულტიმატუმი
ოქტომბერში მადურო შეეცადა ტრამპის „ტრანზაქციულ ინსტინქტებზე“ თამაშით მშვიდობა ნავთობის წილზე გაეცვალა, თუმცა ტრამპმა უარი განაცხადა და სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს, კარაკასთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა უბრძანა.
თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ამის შემდეგ ტრამპსა და მადუროს შორის სატელეფონო საუბარი მაინც შედგა და ამერიკელმა პრეზიდენტმა ულტიმატუმი წამოაყენა - „საყოველთაო ამნისტია“ დაუყოვნებლივი გადადგომის სანაცვლოდ, ან სამხედრო ძალის გამოყენების გარდაუვალობა. მადუროს პასუხი კვლავ მტკიცე წინააღმდეგობაა: პუტინისა და ირანელი კონტრაქტორების დახმარებით, ის ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის გაძლიერებას შეუდგა.
ლეტალური დარტყმები და შიდა დაპირისპირება
15 ოქტომბერს ტრამპმა გასცა CIA-ს ფარული ოპერაციების ნებართვა ვენესუელის შიგნით. ამერიკულ დარტყმებს უკვე სულ მცირე 87 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ოპერაციები, რომლებსაც ხშირად სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული სარდლობა Reaper-ის ტიპის დამრტყმელი დრონებითა და Hellfire-ის ტიპის რაკეტებით ახორციელებს, კარიბის ზღვის აუზში ძალის გამოყენების უპრეცედენტო დონეა.
აგრესიულ ქმედეებზე გადასვლამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მოკავშირეებში. დავის ცენტრშია 2 სექტემბრის „ორმაგი დარტყმა“, როდესაც ადმირალმა ფრენკ „მიჩ“ ბრედლიმ გასცა ბრძანება მეორე რაკეტა ესროლათ ორი გადარჩენილისთვის, რომლებიც განადგურებული გემის ნამსხვრევებს იყვნენ ჩაჭიდებულნი.
- ამ ინციდენტმა წარმოშვა ბრალდებები ომის დანაშაულებების შესახებ, რადგან საერთაშორისო სამართალი კრძალავს იმ პირებზე თავდასხმას, რომლებიც ბრძოლისუუნარონი არიან.
- კრიზისი გაამწვავა ცნობებმა იმის შესახებ, რომ მდივანმა ჰეგსეტმა გასცა ზეპირი დირექტივა: „ყველა დახოცილიყო“. ჰეგსეტი ამას „ყალბ ამბებს“ უწოდებს, თუმცა ბრედლის „ამერიკელ გმირად“ მოიხსენიებს.
- საუბარი მიდის ბრალდებებზე ომის დანაშაულებების შესახებ. შიდა დაპირისპირებამ გამოიწვია ადმირალ ელვინ ჰოლსის გადაყენება და აიძულა ბრიტანეთი, შეეჩერებინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-სთან.
ეკონომიკური კულმინაცია - ტანკერ „სკიპერის“ დაკავება
10 დეკემბერს სუპერტანკერ „სკიპერის“ (Skipper) დაკავებამ ეკონომიკური ფრონტი კულმინაციამდე მიიყვანა.
-
ჩასაფრება: ამერიკელი სამართალდამცავები ვერტმფრენებიდან დაეშვნენ ტანკერზე, რომელსაც 2 მილიონი ბარელი ნავთობი ჩინეთისთვის გადაჰქონდა.
-
კუბური კავშირი: ეს ოპერაცია აბლოკირებს მადურო-ჰავანას სასიცოცხლო არტერიას, სადაც ნავთობი კუბური სპეცსამსახურების მხარდაჭერაზე იცვლებოდა.
-
იურიდიული საბაბი: პროკურორმა პემ ბონდიმ დაკავება გემის ყალბი დროშითა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან (ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ჰეზბოლა) კავშირით გაამართლა.
ვაშინგტონმა ხელბორკილები საბოლოოდ მოიხსნა. კარაკასის ირგვლივ ალყა შეიკრა. ახლა უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ კონკრეტულ შეიარაღებასა და საბრძოლო ნაწილებს, რომლებიც ამ ბლოკადის პრაქტიკულ აღსრულებას უზრუნველყოფენ. აშშ-მა რეგიონში მოახდინა ისეთი მასშტაბის სამხედრო რესურსის კონცენტრაცია, როგორიც 1962 წლის შემდეგ არ უნახავთ.
აშშ-ის სამხედრო საშუალებები მობილიზებული კარიბის ზღაში
IV. ციფრებში
-
80,000: ამერიკელთა სიკვდილიანობა ზედოზირებით ყოველწლიურად — ომის მორალური გამართლება.
-
$7 მილიონი: ვენესუელასთან მობილიზებული ფლოტის შენახვის ყოველდღიური ხარჯი.
-
14,000: რეგიონში მყოფი ამერიკელი სამხედრო — ოპტიმიზებული წერტილოვანი დარტყმებისა და დივერსიებისთვის და არა სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის.
-
$50 მილიონი: ნიკოლას მადუროს თავზე დაწესებული ჯილდო.
