მარიუპოლის მერია: ‘აზოვსტალის’ ტერიტორიაზე 100-მდე მშვიდობიანი უკრაინელი რჩება

„აზოვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა ნანგრევებში იყოს ჩახერგილი და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: პუტინი და მისი წრე მეორე მსოფლიო ომის ფაშიზმს ირეკლავენ

ბენ უოლესმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებსაც გაუსვა ხაზი და რუსი გენერლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ემბარგოს მიუხედავად, ბრიუსელი უნგრეთს და სლოვაკეთს რუსული ნავთობის იმპორტის უფლებას ჰპირდება, სანქციებზე ვეტოს არგამოყენების სანაცვლოდ

ბორელი: ევროკავშირმა რუსეთის გაყინული რეზერვები უკრაინის აღდგენას უნდა მოახმაროს

დასავლური სანქციების გამო მოსკოვმა წვდომა დაკარგა საერთაშორისო რეზერვებთან, რომელთა მოცულობა 300 მილიარდ დოლარამდე აღწევს

ოკუპირებულ მარიუპოლში კრემლის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის 'კურატორად' ცნობილი კირიენკო მარიუპოლში 9 მაისს „გამარჯვების აღლუმის“ ორგანიზებისთვის ჩავიდა.

კრემლი ‘დენაციფიკაციას' აღარ გამოიყენებს, რადგან რუსებს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით

გამოცემის "პროექტის" ინფორმაციით, კრემლმა სოციოლოგებს სატელეფონო გამოკითხვები დაუკვეთა, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ რუსების დიდი ნაწილისთვის „დენაციფიკაციის“ მნიშვნელობა ბუნდოვანია

მედია: პუტინის პირადმა ტელეოპერატორმა თანამდებობა დატოვა

ილია ფილატოვმა სამსახური 24 თებერვლის ვიდეო-მიმართვის ჩაწერის შემდეგ დატოვა, რომელშიც პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გამოაცხადა

პუტინმა ხელი მოაწერა დასავლეთის ‘საპასუხო’ სანქციებს

განკარგულების თანახმად, რუსეთის მთავრობა ათი დღის ვადაში გამოაქვეყნებს იმ პირების სიას, რომლებზეც „საპასუხო სანქციები“ გავრცელდება

რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს

ფოლადის წარმოების გიგანტი Tata Steel-ის განცხადებით, კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს „გაურკვევლობები“ ახლავს

რუსი მილიარდერი: ომის დაგმობის გამო კრემლმა ბანკის აქციები კაპიკებად გამაყიდინა

გასულ წელს ოლეგ ტინკოვის ქონება 7,7 მილიარდად იყო შეფასებული, ბრიტანულ სანქციებში მოხვედრის შემდეგ მან მილიარდერის სტატუსი დაკარგა