წყაროების ცნობით, მთავარი თემა ირანთან ომის დასრულების შესახებ 1-გვერდიანი მემორანდუმის ტექსტის შეთანხმებაა, რომელზე პასუხიც ვაშინგტონის ჯერჯერობით არ მიუღია.
ვაშინგტონი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელოდება ირანის პასუხს შეთანხმების საკვანძო პუნქტებზე - წყაროების ცნობით, ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი თუმცა ამაზე ახლოს შეთანხმებასთან მხარეები ამ ომის მიმდინარეობისას არ ყოფილან.
წყაროების ცნობით, კვლავ საუბარია ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივ ოპერაციაზე, თუმცა "ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და გაცილებით უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხით ირანის რეჟიმისთვის."
ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
წყაროების ცნობით, დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ თუ რამდენად დროული იქნება ასეთი ნაბიჯი და იქნება თუ არა ეს საკმარისი ხამენეის რეჟიმის საფუძვლიანი დესტაბილიზაციისთვის.
"თუ კი მთავარი საკითხი დონეცკია და თუ კი არ ხართ მზად კომპრომისისთვის, ვფიქრობ ეს შეხვედრა აღარ უნდა გავაგრძელოთ"- წყაროების ცნობით, ასე მიმართა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია.