ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, ანუ კენჭისყრის დასრულებამდე 3 საათით ადრე, სომხეთის მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 48.92% შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრმა ჟირაირ კარაპეტიანმა განაცხადა.
ვითარების არსი: ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო 1 მლნ 224 ათას 957 ამომრჩეველმა.
- სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამავე დროისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 38.52%-მა.
- ყველაზე მაღალი აქტივობა შემდეგ ოლქებში დაფიქსირდა: სიუნიქის ოლქი - 55.36%, ვაიოც ძორის ოლქი - 54.15% და ტავუშის ოლქი - 53.27%.
- რამდენიმე საათის წინ, პრო-რუსმა ოლიგარქმა სამველ კარაპეტიანმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა: "ძვირფასო ხალხო, დიდი ცვლილებებისთვის საჭიროა 1 მილიონ 500 ათასი ადამიანის მონაწილეობა. წადით არჩევნებზე."
სტრიქონებს შორის: სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტი" ლიდერობს.
- 2026 წელის 4 ივნისს, EVN Report-მა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
- "სამოქალაქო კონტრაქტი" პირველ ადგილზეა ხმების 36.3%-ით, მეორე ადგილზეა პრო-რუსი სამველ კარაპეტიანის ბლოკი "ძლიერი სომხეთი" - 12.15%.
- მესამე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ბლოკი "სომხეთი" 4.84%-ით, რომელსაც არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადასალახად 8% სჭირდება, ვინაიდან ის კოალიციის და არა ერთი კონკრეტული პარტიის სახით მონაწილეობს.
- მეოთხე ადგილს კი იკავებს ოლიგარქ გაგი წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" 3.1%-ით.