დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:14 | 08 ნოემბერი, 2026 — ევროპა

50 წლის შემდეგ პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობის გამოძიება განახლდა

რომის პროკურატურამ პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობის ახალი გამოძიება დაიწყო.

საქმე იტალიელ რეჟისორზე თავდასხმიდან 51 წლის შემდეგ განაახლეს.

ვითარების არსი: მედიის ცნობით, საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელსაც "შეეძლო მიეწოდებინა" ცნობები მკვლელობის გარემოებების გასარკვევად.

  • გამოძიების განახლების მოთხოვნით 2025 წლის ნოემბერში ადვოკატმა სტეფანო მაჩიონიმ მიმართა, რომელიც ლაციოს რეგიონის ჟურნალისტთა ორდენის, რეჟისორ დავიდ გრიეკოსა და მწერალ ჯოვანი ჯოვანეტის ინტერესებს წარმოადგენს.
  • შუამდგომლობა 2026 წლის მაისში შეივსო. მაჩიონი ამტკიცებს, რომ ამ საქმეზე ახალი მასალების შეგროვება მოხერხდა.

წინარე ისტორია: პაზოლინი იტალიელი კინორეჟისორი, პოეტი და პუბლიცისტია. მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა "მამა რომა", "დიდი და პატარა ჩიტები", "სალო, ანუ სოდომის 120 დღე".

  • რეჟისორის მკვლელობის საქმე XX საუკუნის იტალიის ერთ-ერთ გამოცანად რჩება და დღემდე დავებს იწვევს. გამოძიება რამდენჯერმე განაახლეს, თუმცა მალევე კვლავ დახურეს.
  • პაზოლინიზე თავდასხმა 1975 წლის 2 ნოემბერს, ოსტიაში, რომის მახლობლად მოხდა. პოლიციამ დააკავა 17 წლის სექსმუშაკი პინო პელოზი (პაზოლინი ღიად გეი იყო), რომელმაც რეჟისორის მკვლელობა აღიარა.
  • პოლოზის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1983 წელს იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
  • მოგვიანებით მან ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ რეჟისორს თავს დაესხნენ სხვა პირები, პელოზი 2017 წელს გარდაიცვალა.
  • პაზოლინი თავისი შემოქმედებით აკრიტიკებდა კაპიტალისტურ წყობას, ბურჟუაზიასა და სამღვდელოებას. კომუნისტური პარტიიდან გარიცხვის მიუხედავად, რეჟისორი კომუნისტური იდეების მხარდამჭერი იყო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე