ახალი ამბები

10:45 | 14 ივლისი, 2026 — აშშ

ამერიკის სენატში ლინდსი გრემის ადგილი მისმა დამ დაიკავა

გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემს ამერიკის სენატში მისი და, დარლინ გრემ ნორდონი ჩაანაცვლებს.

ვითრების არსი: Fox News-ის ცნობით, ნორდონის დანიშვნის შესახებ სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ორშაბათს, 13 ივლისს განაცხადა.

  • "ჩემთვის დიდი პატივია, ვთხოვო მის უმცროს დას, დარლინ გრემს, დაასრულოს მისი საქმე." - აღნიშნა მაკმასტერმა.
  • გუბერნატორმა, რომელიც ტრამპის ახლო მოკავშირეა, ნორდონის დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 48 საათიც კი არ იყო გასული მისი ძმის, ლინდსი გრემის აორტის განშრევებით მოულოდნელი გარდაცვალებიდან.

სტრიქონებს შორის: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს სამხრეთ კაროლინის გუბერნატორს რეკომენდაცია მისცა, რომ გარდაცვლილი სენატორის ადგილი სენატში მისმა დამ დაიკავოს.

  • ლინდსი გრემი მოულოდნელად, 11 ივლისის საღამოს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. რესპუბლიკელი სენატორის ოფისმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნებით, მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი აორტის დაზიანება გახდა.
  • 10 ივლისს სენატორი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კომპანია SkyFall-ის საწარმოს ეწვია, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების დრონების ცნობილ მოდელებს აწარმოებს.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ "ამერიკამ და მსოფლიომ მტკიცე ლიდერი დაკარგეს."

დიდი სურათი: ლინდსი გრემი აშშ-ის სენატში სამხრეთ კაროლინას 2003-2026 წლებში წარმოადგენდა, 1995-2003 წლებში კი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.

  • 2026 წლის ნოემბერში სამხრეთ კაროლინის შტატში სენატის არჩევნები ჩატარდება. ივნისში, ლინდსი გრემმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი ხმების 56.8%-ით მოიგო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე