აშშ: აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა განაცხადა, რომ ბენდერ-აბასის რაიონში, "თავდაცვის მიზნით" აშშ-მა იერიში მიიტანა.
- ჰოკინსის განმარტებით, იერიშის სამიზნე ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარები და ნაღმების გადამზიდი კატერები იყო.
- ამასთან, აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ოთხი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ირანი: ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს, რომ ირანმა აშშ-ს ავიაბაზაზე იერიში მიიტანა.
- მედია "ტასნიმის" სტატიის თანახმად ირანმა იერიში ადგილობრივი დროით 4:50 საათზე მიიტანა.
- განცხადებაში არ დასახელებული აშშ-ს ავიაბაზის ზუსტი ლოკაცია, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ ხუთშაბათის ღამეს, ქუვეითის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზაზე მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
- განცხადების თანახმად იერიში აშშ-ს მიერ ბენდერ-აბასის დაბომბვის პასუხია.
- "ამერიკის დილის აგრესიის საპასუხოდ ამერიკულ ავიაბაზაზე მიტანილია იერიში". - წერს ირანის საზოგადოებრივი მაუწყებელი IRIB.