დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:11 | 03 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

აშშ, რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ - Axios

აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაახლებენ.

ინფორმაციას Axios ავრცელებს.

ვითარების არსი: მოლაპარაკებები, რომლებიც თებერვალში ირანთან ომის დაწყების გამო შეწყდა, დონალდ ტრამპის წარმომადგენლების ბოლო დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ განახლდება.

  • ბოლო კვირებში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.

  • აშშ-ის დელეგაციას აბუ-დაბიში უიტკოფი და კუშნერი უხელმძღვანელებენ.

  • რუსეთის დელეგაციას კი ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რას ელოდება ვაშინგტონი: Axios-ის ცნობით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ პუტინი დათმობებისთვის უფრო მზად იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი რუსული დიზელის გაყიდვაზე სანქციების მოხსნას დათანხმდა და მოსკოვისთვის მისაღები სხვა ნაბიჯებიც გადადგა.

  • თუმცა ჯერჯერობით პუტინის ერთადერთი თვალსაჩინო დათმობა მოლაპარაკებების განახლებაზე თანხმობაა.

რა აფერხებს შეთანხმებას: მხარეებს შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებზე.

  • რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს აძლიერებს, ხოლო პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, რაც მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას ართულებს.

  • ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 3 ნოემბერს, აშშ-ის შუალედური არჩევნების დღეს, უკრაინის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მორიგ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს.

რას ამბობს უიტკოფი: მისი განცხადებით, აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე მხარეები ომისშემდგომ უსაფრთხოების საკითხებს, დაძაბულობის შემცირებას, ჰუმანიტარულ პრობლემებსა და მშვიდობის მისაღწევად მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ.

შეხვედრებზე განიხილავენ:

  • უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს;

  • ევროპის ომისშემდგომ უსაფრთხოების სისტემას;

  • უკრაინის აღდგენის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

დიდი სურათი: ვაშინგტონი კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შედეგებზე დაყრდნობით ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

  • "ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრებზე მიღწეულ პროგრესს განვავითარებთ და მივაღწევთ ყოვლისმომცველ, მყარ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მომავალ თაობებს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს", - განაცხადა უიტკოფმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე