დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:53 | 01 ოქტომბერი, 2026 — ახლო აღმოსავლეთი

Axios: მოლაპარაკებებში ჩიხის შემდეგ რუბიომ ირანული დელეგაცია ქვეყნიდან გააგდო

მჩიხში შესული მოლაპარაკებების შემდეგ მარკო რუბიომ ირანულ დელეგაციას ამერიკის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - ამ მომენტისთვის გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე დასრულებული იყო და ირანელები ისედაც მალე გაემგზავრებოდნენ, თუმცა რუბიოს ეს ნაბიჯი უჩვეულო დიპლომატიური საყვედურია, რომელიც 2 ქვეყანას შორის ღრმა უნდობლობას გამოაჩენს. 

  • მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, კატარელი შუამავლების ორგანიზებით გაიმართა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

  • მათ შორის ვისაც ქვეყნის დაუყოვნებლივ მოთხოვეს, იყო რუბიოს კოლეგაც აბას არაღჩიც. 

ჩაშლილად: "მდივანმა რუბიომ გააგდო ირანული დელეგაცია, რომელმაც გადააჭარბა განკუთვნილ ვადას. გენერალური ასამბლეა უკვე დასრულებული იყო, მათი გამგზავრების დრო იყო"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

  • თავდაპირველად ამერიკელებს მოლაპარაკებებში პროგრესის იმედი ჰქონდათ, თუმცა მალევე მათთვის გასაგები გახდა, რომ ირანელები დათმობებზე წასვლას არ აპირებდნენ და იმავე საღამოს დელეგაციას ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს. 

  • აბას არაღჩი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად აქედან რამდენიმე საათში ნიუ-იორკის აეროპორტიდან დოჰასკენ გაემგზავრა. 

კონტექსტი: წყაროების ცნობით, კატარი კვლავ ცდილობს მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ორგანიზებას. 

  • "შეიძლება ისინი ავაფეთქო"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა 30 სექტემბერს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას - მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს გააფორმოს ირანელებთან შეთანხმება თუ განაახლოს დარტყმები, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე