დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:42 | 09 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

Axios: უიტკოფი და კუშნერი ახალ იდეებს ამზადებენ, თვის მიწურულს შესაძლოა მოსკოვში გაემგზავრონ

ვოლოდიმირ ზელენსკი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, კიევი 2026 წლის სექტემბერი

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთ-უკრაინის ომის დასარეგულირებლად ახალ ინიციატივებს ამზადებენ - გაიმართება შეხვედრა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - უკრაინელ და ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა მაიამიში დღეს გაიმართება. 

  • ახალი ინიციატივების შესახებ კუშნერი და უიტკოფი უკვე ესაუბრნენ პრეზიდენტ ტრამპს - დისკუსიებში მონაწილეობდნენ ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ნიდჰემი. 

  • გეგმის მიხედვით კონსულტაციები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ჩაშლილად; წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დიპლომატიურ გარღვევას უახლოეს მომავალში, 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწევენ. 

  • "ისინი ზამთრის მოახლოებაზე ღელავენ. მძიმე ზამთარი იქნება. ამერიკა ცდილობს შუამავლობას რათა შექმნას ერთიანი წინადადება"- ამბობს წყარო. 

  • განიხალება ნაწილობრივი ზავის იდეა, რომლის მიხედვითაც შეჩერდება დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებსა და მარცვლეულის საზღვაო ექსპორტზე. 

  • უკრაინული მხარე თანახმაა წინადადებაზე, თუმცა კრემლი უკვე თვეებია უარს ამბობს ნებისმიერ ფორმატზე და საუბრობს კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების აუცილებლობაზე. 

  • უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან პრეზიდენტის ოფისის უფროსი, კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის უფროსი, რუსტემ უმეროვი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავიდ არახამია და ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი სერგეი კისლიცა. 

  • მიწვეულები არიან, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების გუნდების, ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. 

დიდი სურათი: ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლობის პროცესი გასულ სექტემბერს განაახლა, როდესაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვს და შემდეგ კიევს ეწვივნენ. 

  • Axios-ის წყაროს ცნობით, კუშნერი და უიტკოფი შესაძლოა ოქტომბრის მიწურულს კიდევ ერთხელ გაემგზავრონ მოსკოვში. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე