ახალი ამბები

14:19 | 24 ივლისი, 2026 — რუსეთი

"ბენზინი კატასტროფულად ცოტაა" - რუსი სამხედროები საწვავის კრიზისს უჩივიან

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმებით გამოწვეულმა საწვავის კრიზისმა ფრონტამდეც მიაღწია.

ამის შესახებ გამოცემა "ვიორსტკა" რუს სამხედროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: რუსი სამხედროების თქმით, მათ პრობლემები ექმნებათ პირადი ავტომობილებისა და გენერატორების გამართვისას.

  • ჯარისკაცებს ბენზინის ყიდვა ხშირად საკუთარი სახსრებით, კრიზისის გამო გაზრდილ ფასებში უწევთ.
  • ცალკეული სამხედროები ჩივიან, რომ საწვავზე ლიმიტები სამხედრო ტექნიკისთვისაც კი დაწესდა.
  • "დიახ, ბენზინზე სრული კატასტროფაა. თუ ადრე საწვავს იღებდნენ იმ რაოდენობით, რაც დავალებების შესასრულებლად იყო საჭირო, ახლა ლიმიტი დღე-ღამეში თითო მანქანაზე მაქსიმუმ 20 ლიტრია". - ამბობს მედიასთან სამხედრო მოსამსახურე ნიკიტა. 
  • "ვიორსტკას" რესპოდენტების თქმით, საწვავი ასევე არ ყოფნის მომარაგების მანქანებს, რომლებიც ზურგიდან ფრონტის ხაზს ტყვია-წამალს, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიან.

ჩაშლილად: გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, საწვავის კრიზისის უფრო მასშტაბურ სახეს იღებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.

  • ჯარისკაცებს მინიმალური საწვავის მისაღებად 10-15 კილომეტრის გავლა უწევთ.
  • გამოკითხული ათი სამხედროდან მხოლოდ სამს არ უთქვამს არაფერი უწყებრივი საწვავის მიწოდების პრობლემებზე. ]
  • რამდენიმე სამხედრომ ასევე შეამჩნია, რომ მიწოდებული ბენზინი ხარისხი შეიცვალა. "ისეთი სუფთა არაა, როგორც ბენზინგასამართ სადგურებზე". - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.
  • ფაქტობრივად ყველა სამხედრომ, ვინც "ვიორსტკას" ესაუბრა, აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო - შეზღუდვებით თუ მათ გარეშე - საწვავს მხოლოდ სამხედრო ტექნიკისთვის აწვდის, ხოლო პირადი ავტომობილების, გენერატორების, ბენზოხერხებისა და სხვა ტექნიკის გამართვა მათ ხშირად დამოუკიდებლად უწევთ. 

ფართო ხედით: კრიზისის პირობებში, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა რუს სამხედროებზე საწვავს 5–6-ჯერ ძვირად ჰყიდიან. ამ ფულს რუსი ჯარისკაცები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.

  • როგორც მობილიზებულმა პიოტრი განმარტავს, თეორიულად შესაძლებელია გენერატორისთვის ან სხვა ტექნიკისთვის ბენზინის მიღება, მაგრამ ამისთვის ის პოლკის ბალანსზე უნდა დადგეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ტექნიკა შესაძლოა წაიღონ და სხვა ადგილას გადაიტანონ.
  • სამხედროების საწვავის პრობლემებზე უკვე წერენ z-არხები და მოხალისეები, რომლებიც რუსი სამხედროების დახმარებისთვის ფულს აგროვებენ.

კონტექსტი: უკრაინულმა იერიშებმა რუსეთის შიდა გადამუშავების სიმძლავრეები 40%-ით შეამცირა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისი გამოიწვია.

  • რუსეთში საწვავის კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. ერთბაშად ექვს რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში 95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ბოლო ერთ თვეში სამჯერ გაიზარდა.
  • მხოლოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სადგურების უმეტესობა რიგების გარეშე ან მცირე რიგებით. ამასთან, სანქტ-პეტერბურგში ბოლო დღეებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
  • საწვავის კრიზისის გამო რუსეთმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანაა, საწვავის შეძენა ინდოეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან დაიწყო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე