11:41 | 04 აგვისტო, 2026 — რუსეთი
Bloomberg: რუსეთში ნავთობის გადამუშავება 2002 წლის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა
2026 წლის ივლისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების საშუალო წარმადობამ დღე-ღამეში 3.6 მილიონი ბარელი შეადგინა.
ვითარების არსი: Bloomberg წერს, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის მაისის შემდეგ.
- კომპანია EA Analytics რამდენიმე კვირის წინ იუწყებოდა, რომ ივლისის დასაწყისში რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საშუალო წარმადობა დღე-ღამეში 3.91 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
- ამის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საშუალო წარმადობა კიდევ უფრო შემცირდა.
სტრიქონებს შორის: Bloomberg-ის გამოთვლებით, ივლისის განმავლობაში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა უკრაინის მხრიდან სულ მცირე 30 დარტყმის ობიექტი გახდა.
- თუ ამ სტატისტიკას დაემატება კიდევ რვა დარტყმა ტანკერებზე კასპიის მილსადენის კონსორციუმის შავი ზღვის ტერმინალის მიდამოებში (რომლებზეც უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია), ივლისი რეკორდული თვე იყო რუსეთთან დაკავშირებულ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობით.
დიდი სურათი: უკრაინის მიერ ივლისში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა დარტყმებმა გააღრმავა საწვავის კრიზისი, რომელიც მაისში ანექსირებულ ყირიმში დაიწყო და თანდათან მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
- ივნისსა და ივლისში რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები დაწესდა.
- 3 აგვისტოს საწვავის ლიმიტების დაწესების შესახებ განაცხადა მონღოლეთმაც, რომელსაც ნავთობპროდუქტების 95% რუსეთიდან შეაქვს.