დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:20 | 15 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow-ს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს - Bloomberg

ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow-ს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უგზავნის, რათა მან ზამთრის დადგომამდე შეძლოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო ოპერაციების ჩაშლა.

ვითარების არსი: Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ბრიტანული წარმოების ფრთოსანი რაკეტების მარაგების შევსების საკითხი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 14 ოქტომბერს, უკრაინის ლიდერის ლონდონში ვიზიტის დროს განიხილებოდა.

  • გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანეთი უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას იმ რუსულ ობიექტებზე, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში, თავდაცვით ღონისძიებად მიიჩნევს.
  • მათი თქმით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაზარდა რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერების მიზნით და მნიშვნელოვანია, რომ კიევს შეეძლოს ამ ძალისხმევისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

სტრიქონებს შორის: ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ მოსკოვი უარს ამბობს იგივე გააკეთოს.

  • წყაროს არ განუცხადებია, თუ რამდენი Storm Shadow-ს რაკეტა გადაეცა უკრაინას ომის განმავლობაში.
  • წინა დღით ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი და უკრაინა ბრიტანული საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაჩქარებულ მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

დიდი სურათი: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ზელენსკისთან შეხვედრის დასაწყისში უკრაინის ლიდერი დაარწმუნა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა "არ შეიცვლება."

  • მან პირობა დადო, რომ ზელენსკი ლონდონს "ცარიელი ხელებით" არ დატოვებდა.
  • მანამდე ბერნემმა 24 აგვისტოს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ლონდონმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას გაუზიაროს Storm Shadow-ს წარმოების ტექნოლოგია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე