ახალი ამბები

13:28 | 25 მაისი, 2026 — რუსეთი

ჩეხეთში მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დააკავეს

ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის მანქანაში „თეთრი ფერის ნივთიერებით სავსე ოთხი პატარა კონტეინერი“ იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი „ტელეგრამ“ არხი ავრცელებს.

ვითარების არსი: პოსტის თანახმად, 24 მაისს, კარლოვი-ვარის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი და მისი თანმხლები ოპერატორი იმყოფებოდნენ.

  • ჩხრეკისას მანქანის საბარგულში „თეთრი ფერის ნივთიერებით სავსე ოთხი პატარა კონტეინერი“ აღმოაჩინეს. „ნივთიერების შემადგენლობა, წარმომავლობა და ბუნება მხოლოდ კომპეტენტური ექსპერტიზით უნდა დადგინდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
  • მიტროპოლიტმა ილარიონმა აკრძალული ნივთიერებების შენახვასთან კავშირი უარყო: „მე არ მაქვს და არასდროს მქონია რაიმე კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, თავად ვარაუდიც კი ამის შესახებ აბსოლუტურად მცდარია. მე ვითხოვ მომხდარის სრულ, დამოუკიდებელ და საპროცესოდ უნაკლო შემოწმებას“.

კონტექსტი: მიტროპოლიტი ილარიონი 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას და მას პატრიარქ კირილის შესაძლო მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ.

  • 2022 წლის ივნისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილარიონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მმართველად დანიშნა.
  • 2024 წლის დეკემბერში სინოდმა ილარიონი ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მმართველობიდანაც გაათავისუფლა და „შესვენებაზე“ გაუშვა - მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე