ახალი ამბები

14:15 | 27 მაისი, 2026 — ჩინეთი

ჩინეთში მილიარდერის მოწამვლაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კომპიუტერული თამაშებისა და აპლიკაციების კომპანია Yoozoo Games-ის კინოწარმოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ქსიუ იაო.

სასამართლომ ის თავისი უფროსის, Yoozoo Games-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ლინ ქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების თანახმად, 2020 წელს ქსიუმ მილიარდერი მოწამლა. 

დეტალურად: მედიის ინფორმაციით, მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე, ლინსა და ქსიუს დაპირისპირება ჰქონდათ.

  • ლინმა ბიზნეს-ოპერაციების სადავეები სხვა მენეჯერს გადასცა, რის გამოც, ქსიუმ თავის უფროსს საკვებში შხამი ჩაუყარა.
  • 39 წლის მილიარდერი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც 9 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
  • როგორც გამოცემა BBC წერს ქსიუს ქმედებების გამო დაშავდა კომპანიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.

წინარე ისტორია: ლინ ქიმ Yoozoo Games 2009 წელს დაარსა. კომპანიის ყველაზე ცნობილი თამაშია Game of Thrones: Winter is Coming, რომელიც ცნობილი სერიალის "სამეფო კარის თამაშების" მიხედვით არის გაკეთებული.

  • 2014 წელს კომპანიამ კინოწარმოება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ Yazoo Games-მა ჩინური სამეცნიერო ფანტასტიკური ბესტსელერის, "სამი სხეულის პრობლემის" უფლებები შეიძინა.
  • 2024 წელს Yoozoo Games-მა წიგნის ეკრანიზაცია Netflix-ს მიჰყიდა, სერიალის ტიტრებში ლინ ქი მითითებულია, როგორც პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი.
  • "სამართლიანობამ იზეიმა" - განაცხადეს Yoozoo Games-ში განაჩენის აღსრულების შემდეგ.

ასევე ნახე