ახალი ამბები

16:58 | 16 ივნისი, 2026 — აშშ

დრონები და შტურმი თეთრ სახლზე - FBI-მ UFC 250-ზე თავდასხმა აღკვეთა

FBI-მ და სამართალდამცველებმა თეთრი სახლის ეზოში მასშტაბური ტერორისტული შეთქმულება აღკვეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ UFC 250-ის ტურნირზე თავდასხმას.

ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოძიებაში FBI-ის 12 რეგიონულ ოფისი მუშაობდა. ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი, ხოლო ეჭვმიტანილის iPhone-ში Signal-ის დაშიფრული ჩატების შემოწმების შედეგად, სულ იდენტიფიცირებულია შეთქმულების ქსელის 23 წევრი.

გეგმა: თავდამსხმელებს მრავალეტაპიანი, კოორდინირებული გეგმა ჰქონდათ:

  • დრონების დარტყმა: ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონებით დარტყმა UFC-ის ტურნირის მახლობლად მდებარე შენობებზე.

  • მართული პანიკა: აფეთქებებით მასობრივი ევაკუაციის გამოწვევა და შეშინებული ხალხის ნაკადის წინასწარ ჩასაფრებული სნაიპერების ჯგუფისკენ მიმართვა.

  • შტურმი თეთრ სახლზე: პარალელურად, შეთქმულების „მეორე ტალღა“ თეთრი სახლის ჭიშკარზე შტურმის მიტანას გეგმავდა.

მოტივაცია: ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ჩვენებით, ჯგუფის მოტივი იდეოლოგიური იყო. მათი სამიზნე უნდა გამხდარიყვნენ „კაპიტალისტი ელიტები“, „მილიარდერები“ ან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფინანსურ შემოწირულობებს იღებდნენ „ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტისგან“.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე