რუსეთის სახელმწიფო დუმაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 49 მონაწილე მოხვდა.
ვითარების არსი: წინასწარი მონაცემებით, "ედინაია როსიადან" სახელმწიფო დუმაში 49 ისეთი კანდიდატი მოხვდა, რომელიც საკუთარ თავს სპეცოპერაციის მონაწილედ მიიჩნევს.
- ამის შესახებ პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ვლადიმირ იაკუშევმა კენჭისყრის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- "ჯერჯერობით წინასწარ შედეგებზე ვსაუბრობთ, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ ეს მანდატები მიღებული იქნება. ეს სერიოზული წვლილია. ჯერჯერობით ეს წინასწარი შედეგებია, თუმცა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრეზიდენტმაც ისაუბრა". - განაცხადა იაკუშევმა.
- მანდატები ასევე უნდა მიიღოს "მოლოდაია გვარდიის" ("ედინაია როსიის" ახალგაზრდული ფრთის) ორმა წარმომადგენელმა.
ჩაშლილად: "ედინაია როსია" სახელმწიფო დუმაში უკრაინის ომის ასამდე მონაწილის შეყვანას გეგმავდა, წერდა გამოცემა "რბკ" პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
- წინასაარჩევნო მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, რათა რუსი სამხედროებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ.
- "თქვენი არჩევანი და ნება კვლავ აჩვენებს, რომ ჩვენი მებრძოლების უკან მილიონობით ადამიანი დგას და რომ ჩვენ შეკრული ხალხი ვართ". - ამბობდა პუტინი.
კონტექსტი: რუსეთში დუმის არჩევნები გაიმართა, რომელშიც ვლადიმირ პუტინის პარტია "ედინაია როსიამ" გაიმარჯვა.
- წინასწარი მონაცემებით, სამთავრობო პარტიამ ხმების 58% მიიღო, მეორე ადგილზე 14%-ით რუსეთის კომუნისტური პარტია გავიდა.
- ბარიერი გადალახეს ასევე ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ლდპრ) და "ნოვიე ლუდიმ". 5% ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის პარტია "სპრავედლივაია როსია".
- ერთადერთი რეალურად ოპოზიციური პარტია, რომელსაც ანტისაომარი ნარატივი ჰქონდა "იაბლოკოო", რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნებიდან ჩახსნეს.