დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:22 | 07 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

ფხენიანი აშშ-ს ტაივანის გამო აფრთხილებს, პუტინს კი ომში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჩრდილოეთ კორეამ ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გამო აშშ მკაცრად გააკრიტიკა და ვაშინგტონი რეგიონში დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. პარალელურად კი, ჩრდილო კორეელმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიმდინარე ომში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

ვითარების არსი: ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, აშშ კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ტაივანის უსაფრთხოების გამო ჩინეთთან "ფრონტალური დაპირისპირება" და გაუმკლავდება თუ არა მის შედეგებს.

  • ფხენიანის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირას ტაივანმა, პეკინისგან მზარდი საფრთხის ფონზე, ამერიკული F-16V ტიპის ახალი გამანადგურებლების პირველი პარტია (2 ერთეული) მიიღო.

  • სულ ტაიპეის 2019 წელს 66 ერთეული აქვს შეკვეთილი.

  • ფხენიანი ტაივანის საკითხზე ჩინეთის პოზიციას სრულად იზიარებს. ჯერ კიდევ ივნისის სამიტზე კიმ ჩენ ინმა ჩინეთის ლიდერს "ერთი ჩინეთის" პრინციპისადმი სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

რუსეთის ფაქტორი: ჩრ. კორეის მედიაში ცალკეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ დაბადების დღის მილოცვაში, კიმ ჩენ ინმა რუსეთს ომში სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

  • მან რუსეთის ქმედებებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წამოწყებული "სამართლიანობის წმინდა ომი" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად მოსკოვის გამარჯვებით დასრულდება.

კონტექსტი: უკრაინის და სამხრეთ კორეის შეფასებებით, 2024 წლიდან რუსეთის მხარდასაჭერად ფხენიანმა უკრაინის ომში 14 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.

  • მოსკოვმა და ფხენიანმა ორმხრივი თავდაცვის პაქტი 2024 წლის ივნისში გააფორმეს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე