ფრანგი გამომძიებლები საქმეს იძიებენ, რომელიც ქალაქ ავრში, სადაც ედუარ ფილიპი მეორე ვადითაა მერი, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას უკავშირდება.
ვითარების არსი: გამომძიებლება საქმე სულ ცოტა ხნის წინ გახსნეს, მათი ინტერესის სფეროა ციფრული "ჰაბის" დაფინანსების საკითხი, რომელიც ქალაქ ავრში დაფუძნდა.
- ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ფილიპი მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ და ყველა კითხვას საჯაროდ გასცემს პასუხს, რადგანაც მის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან.
- საუბარი ეხება კონტრაქტის გადაცემას პირისთვის, რომელიც ფილიპის მოადგილესთანაა დაკავშირებული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ედუარ ფილიპი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. პოლიტოლოგებისა და კვლევითი ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, 2027 წელს ფილიპის გამარჯვების შანსები მაღალია.
- ედუარ ფილიპის ფიგურა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის მიიჩნევა მთავარ კანდიდატად, რომელსაც „ეროვნული ასამბლეის“ პრეზიდენტის, ჟორდან ბარდელას დამარცხება შეუძლია.
- "ეროვნული ასამბლეა" მარინ ლე პენის პარტიაა. თავად ლე პენს, სწორად ფინანსების გაფლანგვის მიზეზით, მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, რის გამოც, მისი პარტიის კანდიდატად ჯორდან ბარდელა განიხილება.
- სხვადასხვა კვლევის თანახმად, მეორე ტურში ედუარ ფილიპის გადასვლის შემთხვევაში, მას სავარაუდოდ ამომრჩევლების 54% დაუჭერს მხარს, რაც საკმარისი იქნება პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.
- 55 წლის ედუარ ფილიპი, მაკრონის პირველ კაბინეტში პრემიერ მინისტრის პოსტს 2020 წლამდე იკავებდა, ხოლო ახლა ქალაქ ავრის მერი და პარტია "ჰორიზონტების" ლიდერია.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ სკანდალები საფრანგეთისთვის უცხო არ არის. 2017 წელს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, სწორად სახსრების უკანონო განკარგვასა და ფავორიტიზმისთვის ამხილეს, რის გამოც ფრანსუა ფიონს უარის თქმა მოუწია არჩევნებში მონაწილეობაზე.