13:22 | 15 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
FT: ტრამპმა შეთანხმების გამოცხადება იჩქარა, პუტინი არ გეგმავს დარტყმების შეჩერებას ზამთარში
დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადების მიუხედავად, თითქოს მხარეებმა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რუსეთმა და უკრაინამ იერიშები მაინც გაცვალეს.
ვითარების არსი: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსულმა დრონებმა ხარკივისა და კიევის ოლქებში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე მიიტანა დარტყმა.
- უკვე ღამის საათებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქალაქ სიზრანსა და სამარის ოლქში მოქმედ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს შეუტია.
ჩაშლილად: ბრიტანული Financial Times-ის წყაროების ცნობით, ტრამპის განცხადება მიღწეული შეთანხმების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის - "პრეზიდენტმა იჩქარა", - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
- ინფორმირებული წყაროების თანახმად, მხარეები დაუბრუნდნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მორატორიუმის იდეას, რომელიც პირველად გასულ წელს გაჟღერდა, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს.
- აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას "ტრამპის ექსპრომტს" უწოდებენ მედია "Агентство"-ს წყაროები კრემლში.
- იმავე FT-ის ცნობით, მოსკოვში აცხადებენ, რომ პუტინი ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების შეჩერებას არ აპირებს: კრემლი დარწმუნებულია, რომ ზამთარში მსგავსი იერიშები კიევზე წნეხს გაზრდის და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პოზიციებს შეასუსტებს.
კონტექსტი: ტრამპის ნათქვამს მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი; ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი პარტნიორებისგან კონკრეტიკას ელოდება და საუბარი უნდა იყოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებაზე.
- მანამდე დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდის მიზეზად რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმები დაასახელა და აღნიშნა: "პრეზიდენტ ზელენსკის სხვა სამიზნეები უნდა შეერჩია".