გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა - ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გერმანიისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა.
ვითარების არსი: შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
- იოჰან ვადეპულის თქმით, ლავროვთ "ინტენსიური საუბარი" ჰქონდა, რომელშიც გააფრთხილა თავი შეიკავონ ესკალაციისგან - მთავარი თემა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი, ასაფათქებლით დატვირთული რუსული დრონი იყო.
- მათ გადავეცით მკაფიო გაფრთხილება. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და საჭიროების შემთხვევაში ასეც მოვიქცევით"- თქვა ვადეპულმა.
ჩაშლილად: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ლავროვს უკრაინაში დე-ესკალაციის შანსსაც მისცა, თუმცა ეს უშედეგო იყო.
- "ასევე მკაფიოდ ვთქვი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს და რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას გავაგრძელებთ. მე მათ მოვუწოდე მოემზადონ მოლაპარაკებებისთვის."
- რუსეთის საგარეო უწყების პრეს-რელიზშია ნათქვამია, რომ შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ საჯაროდ ცნობილი პოზიციები გააჟღერა.
კონტექსტი: მსგავსი ბოლო შეხვედრა 2022 წლის იანვარში გაიმართა, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი რუსეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის 2024 წლის ნოემბერში გაიმართა.