დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:28 | 30 სექტემბერი, 2026 — ოკუპირებული აფხაზეთი

გუნბა: გარკვეულ ძალებს აფხაზეთის დაბრუნება სურთ, საკუთარი მიწის დასაცავად მზად უნდა ვიყოთ

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ.

"გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.

რა თქვა: "დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გარშემო არსებული ვითარება რთული რჩება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავინდებურად არის ძალები, რომლებიც არ ამბობენ უარს აფხაზეთის ძალით დაბრუნების იდეაზე. ეს ჩვენგან ჩვენი სამშობლოს დაცვის მუდმივ მზაობას მოითხოვს". - განაცხადა გუნბამ.

  • გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სეპარატისტული ჯარისა და სამხედრო მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერება.
  • "ჩვენ არ გვსურს ომი. ჩვენ გვსურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა". - ამბობს გუნბა.
  • "დღევანდელი აღლუმი არ არის მხოლოდ პატივის მიგება გამარჯვებულთა თაობისთვის. ეს არის იმის დასტური, რომ აფხაზეთს ახსოვს თავისი ისტორია და გააჩნია ძალები თავისი სამშობლოს დასაცავად". - თქვა გუნბამ.

ჩაშლილად: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა.

  • "პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ, მიიღეთ გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული არის აფხაზი ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლო, რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე. - წერია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
  • როგორც პუტინი მილოცვაში წერს "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს მეგობრული, მოკავშირეობრივი ხასიათი აქვს".
  • პუტინის გარდა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "პრემიერ-მინისტრ" ვლადიმირ დელბას "გამარჯვების დღე" მიულოცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა.

  • "რუსეთის ფედერაციის სახელით და პირადად ჩემგან გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ, გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესასწაულს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე