ახალი ამბები

14:43 | 30 ივლისი, 2026 — ირანი

ირანი ჩინეთიდან ასობით გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს - Reuters

ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წარმოების 300-დან 400-მდე გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აღნიშნული გარიგება თეირანის ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, აღადგინოს და გააძლიეროს თავისი მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვა აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის ფონზე.

  • საუბარია 60-70 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებაზე.
  • აშშ-სა და ისრაელთან თვეების განმავლობაში მიმდინარე ომმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ბევრი სუსტი წერტილი გამოააშკარავა.
  • აშშ-ისრაელის დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის სარაკეტო, უპილოტო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.

დეტალები: ჩინური QW-12 და FN-16 ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემები ეფექტურია დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ.

გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების ჩამოსაგდებად.

გამოხმაურება: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ის ინფორმაციას „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ პეკინი თანმიმდევრულად უჭერს მხარს მშვიდობასა და კონფლიქტის დასრულებას.

  • პაკისტანის არმიის პრესსამსახურმა კატეგორიულად უარყო ირანისთვის ჩინური იარაღის მიწოდებაში პაკისტანის მონაწილეობა და ცნობებს სიყალბე უწოდა.

კონტექსტი: გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება ხაზს უსვამს თეირანსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

  • Reuters-ი ადრეც იტყობინებოდა, რომ ირანი ჩინეთთან ასევე ახლოს იყო ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების შესყიდვის შეთანხმებასთან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე