დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:02 | 06 ნოემბერი, 2026 — აშშ

კალიფორნიაში სიკვდილმისჯილებს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა ყველა მსჯავრდებულს შეუმსუბუქა

ვითარების არსი: კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548-ვე პატიმარს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

  • შტატში სასჯელის უმაღლესი ზომა 2006 წლის შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.
  • 1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც ამომრჩევლებმა სიკვდილით დასჯის აღდგენას დაუჭირეს მხარი, შტატში მხოლოდ 13 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
  • ექსპერტების შეფასებით, ეს ზომა სასამართლო ხარჯების მხრივ ყოველწლიურად მილიონობით დოლარის დაზოგვის შესაძლებლობას შექმნის.

კონტექსტი: აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის დემოკრატ ლიდერს, გევინ ნიუსომს, 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებს შორის ასახელებენ.

  • ნიუსომის უფლებამოსილების ვადა იწურება და იგი გუბერნატორის პოსტზე ბოლო თვეებს ასრულებს.
  • მოსალოდნელია, რომ მისი მემკვიდრე თანაპარტიელი ხავიერ ბესერა გახდება, რომელმაც შტატის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე