მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:32 | 11 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

კანადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 350 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესაძენად 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ 10 სექტემბერს, კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.


ვითარების არსი: კარნის თქმით, რაკეტებს უკრაინა აშშ-ის JUMPSTART მექანიზმის მეშვეობით მიიღებს.


  • "სამხრედრო დახმარების ეს პაკეტი უკრაინის მოსახლეობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და მისი ცის დაცვას შეუწყობს ხელს," - თქვა მან.
  • კანადის პრემიერმა ცალკე დააანონსა უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერის ღონისძიებებიც, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთის სამიზნე ხდება.
  • ოტავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თითქმის 435 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის ახალ საკრედიტო გარანტიებს წარუდგენს ენერგოუსაფრთხოების მხარსაჭერად, მათ შორის ზამთარში გაზის შესასყიდად და დეფიციტის პერიოდში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.


სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, კანადა გამოყოფს 200 მილიონი კანადური დოლარის შეღავათიან სესხებს უკრაინის აღდგენისთვის, ასევე 40.1 მილიონს უკრაინის შეიარაღებული ძალების ვეტერანთა რეაბილიტაციისა და 6 მილიონს რუსეთის მიერ უკანონოდ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მხარდასაჭერად.


  • კალგარიში ზელენსკიმ და კარნიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვით ინოვაციებში.
  • კარნიმ აღნიშნა, რომ ოტავა გეგმავს დრონების წარმოების გაზრდას - მომდევნო ორი წლის განმავლობაში 1 მილიონ უპილოტო საფრენ აპარატამდე.
  • კანადა იღებს ვალდებულებას, რომ მათი მესამედი უკრაინას გადაეცემა.


დიდი სურათი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა კანადას გაუზიარებს თავის "უნიკალურ გამოცდილებას" უსაფრთხოების საკითხებში, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებს, რომლებიც "ყოველდღიურად გამოცდას გადის საბრძოლო ველზე."


  • ქვეყნები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან დაპირისპირების სფეროში.
  • კანადა ასევე მზადაა უკრაინის სხვა მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმის შექმნაში რუსეთის ახალი აგრესიის აღსაკვეთად.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე