დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:35 | 28 ნოემბერი, 2026

ყირიმის ხიდზე შეტევის დროს უკრაინამ Starlink-ის ისრაელური ანალოგი გამოიყენა

ყირიმის ხიდზე ბოლო შეტევისას უკრაინამ Starlink-ის ისრაელური ანალოგი გამოიყენა.

ამის შესახებ The Wall Street Journal საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: საუბარია ისრაელურ სისტემაზე სახელწოდებით HiSky, რომელიც ბრიტანელ მილიარდერებს, ძმებ დევიდ და საიმონ რუბენებს, ეკუთვნით.

  • ძმები რუბენები რუსეთში ალუმინის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებში მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ.

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, Starlink-ისგან განსხვავებით, ისრაელური სისტემა რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს.

  • უკრაინას HiSky ადრეც გამოუყენებია. გასულ თვეებში უკრაინულმა არმიამ სწორედ ამ სისტემის გამოყენებით დაარტყა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სარაკეტო გამშვებ პუნქტებს.
  • გასულ ოქტომბერში რუსი Z-ბლოგერები წერდნენ, რომ უკრაინული არმია HiSky-ს იყენებდა. მაშინ კომპანიამ უკრაინასთან თანამშრომლობა დაადასტურა.

დიდი სურათი: The Wall Street Journal-ის ცნობით, გასულ თვეებში Starlink-ის გამოყენებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კიევი ალტერნატივას აქტიურად ეძებს.

  • უკრაინული წყაროების თქმით, ისრაელური სისტემის გამოყენება გაცილებით რთულია, ვიდრე Starlink-ისა. უკრაინელი სამხედროები მას მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოპერაციების დროს იყენებენ.
  • ამერიკული სისტემისგან განსხვავებით, 2015 წელს დაარსებულ კომპანია HiSky-ს საკუთარი თანამგზავრები არ ჰყავს და კავშირისთვის სხვა კომპანიების, მათ შორის Eutelsat-ის, თანამგზავრებს იყენებს.

ასევე ნახე