ახალი ამბები

15:51 | 01 ივნისი, 2026 — რუსეთი

მედია: მოსკოვის ცენტრში ფელიქს ძერჟინსკის ძეგლს დააბრუნებენ

ფელიქს ძერჟინსკის ძეგლის დემონტაჟი, 1991 წელი

დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი, ტელეარხ "დოჟდის" ყოფილი რედაქტორი მიხაილ ზიგარი Der Spiegel-ში წერს, რომ მოსკოვში, ლუბიანის მოედანზე ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი დაიდგმება.

ჟურნალისტის მტკიცებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ მომენტისთვის რუსეთის დედაქალაქში ძეგლის დადგმისთვის მზადება მიმდინარეობს. 

ჩაშლილად: საგანგებო კომისიის (ВЧК) დამფუძნებლის ძეგლს ФСБ-ს შენობის წინ დადგამენ. საბჭოთა პერიოდში, იმავე ნაგებობაში იყო განთავსებული სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი (КГБ).

  • მიმდინარე წლის აპრილში ვლადიმირ პუტინმა ФСБ-ს აკადემიას ძერჟინსკის სახელი მიანიჭა. ეს იყო მეორე შემთხვევა 12 წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტმა ВЧК-ს დამფუძნებლის გვარი დააბრუნა. 12 წლით ადრე პუტინმა ძერჟინსკის სახელი შინაგან საქმეთა ჯარების დივიზიას მიანიჭა.
  • აღსანიშნავია, რომ ლუბიანის მოედნის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

კონტექსტი: ძერჟინსკის ძეგლი 1991 წლამდე იმავე ადგილას იდგა. მონუმენტის დემონტაჟი რუსეთის დემოკრატიზაციის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

  • ფელიქს ძერჟინსკიმ 1917 წელს დაარსა სრულიად რუსეთის საგანგებო კომიტეტი, რომელიც მომდევნო წლებში ჯერ საგანგებო კომიტეტი (ЧК), შემდეგ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (НКВД), შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი (КГБ) გახდა.
  • თავად ძერჟინსკი წითელი ტერორის ერთ-ერთ არქიტექტორად ითვლება. მან ლეგალიზაცია გაუკეთა მასობრივ სიკვდილით დასჯას ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მისი ინიციატივით საბჭოთა კავშირში აშენდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკები.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე