მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილი, ჟანა ნემცოვა დაუსწრებლად დააპატიმრა.
ამის შესახებ მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების პრესსამსახურმა განაცხადა.
ვითარების არსი: სასამართლო ნემცოვას "არასასურველი ორგანიზაციის დაფუძნებაში" სდებს ბრალს.
- სასამართლომ ნემცოვას აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ვადა ნემცოვას რუსეთში ექსტრადიციის ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან აითვლება.
- სასამართლოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას უკავშირდება სისხლის სამართლის საქმე.
- 2024 წლის აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა ბორის ნემცოვის ფონდი, რომლის თანადამფუძნებელიც პოლიტიკოსის ქალიშვილია.
ჩაშლილად: ბორის ნემცოვის ფონდის ოფისი გერმანიაში, ქალაქ ბონში მდებარეობს.
- ფონდი საგანმანათლებლო, კულტურულ და ექსპერტულ პროექტებს ემსახურება, რომლებიც დემოკრატიული ინიციატივების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას უკავშირდება.
- არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შეყვანის შემდეგ, რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალულია.
წინარე ისტორია: 2015 წელს მოკლული ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა ნემცოვა ჟურნალისტია.
- სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსულ მედიებში.
- მამის სიკვდილის შემდეგ, 2015-2020 წლებში გახდა გერმანული მედიის, Deutsche Welle-ის ჟურნალისტი.