დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:02 | 17 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

მოსკოვში მანქანის აფეთქების საქმეზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

მოსკოვში სერგეი ზავოროტნის მანქანის აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ვითარების არსი: დაკავებული 2005 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალია.

  • მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ზავოროტნის ავტომობილის ძირის ქვეშ დაამონტაჟა.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ეჭვმიტანილი თაღლითების გავლენის ქვეშ მოქმედებდა.

ჩაშლილად: 13 ნოემბერს მოსკოვში აფეთქება მოხდა. აფეთქებული მანქანა უკრაინის ყოფილი პრემიერის, ნიკოლაი აზაროვის პრესსპიკერს, სერგეი ზავოროტნის ეკუთვნოდა.

  • ზავოროტნიმ მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
  • მანქანა მოძრაობისას აფეთქდა, მან კიროვოგრადის ქუჩაზე დაახლოებით 200 მეტრის გავლა მოასწრო.
  • გამოცემა Shot-ის ცნობით, ზავოროტნიმ გულისა და ზურგის ჭრილობები, ასევე ფეხების მძიმე დაზიანება მიიღო.
  • წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული.

წინარე ისტორია: 2004 წლამდე ზავოროტნი რუსეთის სახელმწიფო დუმაში მუშაობდა. 

  • რის შემდეგაც უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის, პრორუსი ნიკოლაი აზაროვის პრესსპიკერი გახდა.
  • აზაროვი უკრაინის მთავრობას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, 2010–2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
  • აშშ-ის ხელისუფლება ზავოროტნს რუსეთის დაზვერვის თანამშრომლად მიიჩნევს. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე