14:37 | 11 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
ნაწილობრივი ზავის სანაცვლოდ ტრამპის გუნდი რუსეთს აქტივების განბლოკვას სთავაზობდა
უკრაინასთან ნაწილობრივი ზავის სანაცვლოდ ტრამპის ემისრები რუსეთს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი ფინანსური აქტივების განბლოკვას და ლუკოილის საზღვარგარეთ მდებარე სანქცირებული საკუთრებაზ,ე შეთანხმებას თავაზობდნენ.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - წყაროს ცნობით, ინიციატივა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა გასულ სექტემბერს, მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერეს.
- წყაროს ცნობით, ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ეკონომიკური სტიმულით ისინი შეძლებდნენ ვლადიმირ პუტინის დაყოლიებას ნაწილობრივ ზავზე - ენერგეტიკული ობიექტებზე, ან საზღვაო გადაზიდვებზე დარტყმების შესაჩერებლად.
ჩაშლილად: გაზეთის წყაროს ცნობით, ამერიკელი პრეზიდენტის წარმომადგენლები საუბრობდნენ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაში დაბლოკილი რუსული აქტივების განბლოკვაზეც.
- საუბარი იყო 100 მილიარდ დოლარს, რომელიც განიბლოკებოდა წინმსწრებად - ეს უნდა ყოფილიყო სტიმული, რომ რუსეთი წასულიყო ნაწილობრივ ზავზე.
- ასევე აქტიურად განიხილებოდა კომპანია ლუკოილის საზღვარგარეთ მდებარე, მრავალმილიარდიანი სანქცირებული აქტივების გაყიდვის საკითხიც, რომელთა შეძენის მსურველებს შორის ჯარედ კუშნერთან დაახლოებული ინვესტორთა ჯგუფიცაა.
კონტექსტი: დაძაბულობის ახალი რაუნდი კიევსა და ვაშინგტონს შორის ტრამპის ადმინისტრაციის გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ამერიკა მომდევნო წლის 7 აპრილამდე გააუქმებს რუსული წარმოების დიზელის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს.
გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა პუტინთან გამართული მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეც მიულოცა.
ამ ნაბიჯს "სუსტი" უწოდა და "ომში ჩადებულ ინვესტიციად" შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დადებული შეთანხმება უკიდურესად უსამართლოა.