ახალი ამბები

11:29 | 09 სექტემბერი, 2026 — აშშ

ნავთობის ფასი ბარელზე $100-მდე გაძვირდა

Brent-ის მარკის ნავთობი ოთხშაბათს $99.22-მდე გაძვირდა ბარელზე, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და მიწოდების შეფერხების რისკის გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

ვითარების არსი: Brent-ის ფიუჩერსები 1.3%-ით გაიზარდა. ამერიკული ნავთობი WTI კი 1.2%-ით გაძვირდა - $94,13-მდე ბარელზე.

  • აგვისტოს დასაწყისიდან Brent-ის ფასი 25%-ით გაიზარდა, რადგან ბაზარმა რეაგირება მოახდინა საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე.

სტრიქონებს შორის: სამშაბათს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. ამერიკულმა ძალებმა კი დაარტყეს ირანის რამდენიმე ნავთობტანკერს, ხოლო ირანმა იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზასა და გემებს.

  • "ნავთობის ბაზარზე ფასის ზრდის იმპულსი ძლიერდება, რადგან Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან 100-დოლარიან ნიშნულს უახლოვდება," - განაცხადა Phillip Nova-ს ბაზრის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა პრიანკა საჩდევამ.
  • ახალი თავდასხმები ქმნის ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეფერხების საფრთხეს, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ძირითად საზღვაო მარშრუტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ისედაც გაართულა.

დიდი სურათი: ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოება გამოაცხადეს და საუდის არაბეთში ოთხი ქალაქი დაბომბეს.

  • მასშტაბური დაბომბვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა.
  • ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს ირანული ნედლი ნავთობით დატვირთული ხუთი ტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ სცადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე