ახალი ამბები

14:32 | 21 აგვისტო, 2026 — რუსეთი

ნებენზია: რუსეთში მობილიზაცია არ იგეგმება

"რუსეთში მობილიზაცია არც იგეგმება და არც მოსალოდნელია". - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ.

რა თქვა: ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნებენზიას დაუსვა კითხვა, იცის თუ არა მან იმის შესახებ, რომ ათასობით რუსი კაცი ახლა საქართველოში "გარბის".

  • ჟურნალისტის აზრით, ეს უკავშირდება ხმებს მოსალოდნელი მობილიზაციის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყება.
  • რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საპასუხოდ შესთავაზა, შეხედონ იმას, თუ რა ხდება მობილიზაციის მხრივ უკრაინაში.
  • "ნუ ნერვიულობთ რუსეთში მობილიზაციაზე. ვფიქრობ, ოფიციალურად ეს უკვე არაერთხელ ითქვა - ჩვენ ახლა მასობრივი მობილიზაცია არ გვჭირდება, ის არ იგეგმება და არც მოსალოდნელია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების შემდეგ - რომელი ჩვენგანი იქნება მართალი და რომელი არა". - განაცხადა ნებენზიამ.

კონტექსტი: დამოუკიდებელ რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარი ფრონტზე დანაკარგების შევსებას ვერ ახერხებს.

  • 2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნახევარჯერ შემცირდა.

  • სამხედრო კონტრაქტების დადების ტემპების კლება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.

  • 2026 წელს რუსეთის შეტევის ტემპი არსებითად შემცირდა და ახალი კონტრაქტორების აყვანის სირთულეები ხელისუფლებას აიძულებს, გამალებით ეძებოს ახალი გადაწყვეტილებები.

  • კრემლი, როგორც ჩანს, უფრო რადიკალურ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის მობილიზაციის ახალ ტალღას.
  • იმის შესახებ, რომ მსგავსი სცენარი შესაძლოა განიხილებოდეს, გამოცემებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომუშავე რვა წყარომ, ასევე ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკურ ბლოკთან დაახლოებული წყაროს თქმით, მობილიზაცია ყველა დონეზე განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე